ისარლიშვილი ლუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ისარლიშვილი ლუკა''' − (1814 − 1893), ქართველი პოეტი, პუ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ისარლიშვილი ლუკა“ გადაიტანა გვერდზე „ლუკა ისარლიშვილი“) |
13:15, 17 მარტი 2022-ის ვერსია
ისარლიშვილი ლუკა − (1814 − 1893), ქართველი პოეტი, პუბლიცისტი. იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის თანამედროვე, ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ და მან თავის თანასკოლელზე მოგონებაც დაგვიტოვა. ისარლიშვილი ლექსებს ბეჭდავდა „ცისკარში”, „ივერიაში”, 70-80-იან წლებში მსახურობდა ქართული ენის ცენზორად. 1894 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ მისი ლექსები ცალკე წიგნად გამოსცა.
- ნიკოლოზ ბარათაშვილს
- ნეტარ მას, ვინცა სიჭაბუკესა
- სიყვარულისას შესწირავს ეშხსა
- და ამა მსწრაფლსა ჩვენსა სიცოცხლეს, –
- ტრფობისა ცეცხლით თავსა იხარებს
- და გულსა ეშხით მარადის იგზნებს;
- ვინცაღა ტკბილად სიყვარულისა,
- ამა საწუთროს ნეტარებისა
- ფიალა შესვა სიჭაბუკესა!..
- ვინცა გამოვლის მაცთურსა სოფელს,
- და სიყვარულის ტანჯვას და სევდას,
- ოხვრითა ხსოვნა თან არ დაჰყვება –
- და დროს წარსულსა, მარად გამქრალსა
- ოდენ სიამით მოიგონებსა!..