მიწისვარსკვლავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''მიწისვარსკვლავა''' (''ლათ''. Astraeus hygrometricus (Pers.) Morg. ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:21, 17 მარტი 2022 მდგომარეობით

Miwisvarskvlaa.PNG

მიწისვარსკვლავა (ლათ. Astraeus hygrometricus (Pers.) Morg. რუს. Звёздчатка гигрометрическая)

ნაყოფსხეული – ჯერ ბურთისებრია, 3-6 სმ დიამეტრისა, დაფარულია ორი გარსით; გარეთა გარსი მაგარია, სქელი, ხორციანი, მომწიფებისას იგლიჯება წვერიდან ფუძემდე 7-20 წვეტიან, სამკუთხედ ნაწილად, თითოეული ნაწილი გარედან თეთრია ან მონაცისფრო-მურა, შიგნიდან მოყავისფრო-მურა. მშრალ ამინდში ეხვევა შიგნითა გარსს, ხოლო ნესტიან ამინდში გართხმულია მიწაზე ვარსკვლავისებურად. შიგნითა გარსი ბურთისებრია, მჯდომარე, 2-3 სმ დიამეტრისა, ნაცრისფერია ან მურა, გლუვია ან მკრთალზოლებიანი ზედაპირით, იხსნება ზედა ნაწილში, ვარსკვლავისებური ან არასწორი ნახვრეტი უჩნდება, საიდანაც გადმოიფრქვევა სპორები.

სპორები – მურა ფერისაა.

იზრდება – ნიადაგზე ტყეში, ტყის პირებში, ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.

შენიშვნა: მიწის ვარსკვლავა ძალიან წააგავს გვარ გეასტერის (Geastrum) წარმომადგენლებს, რომელთაგანაც განსხვავდება მჯდომარე შიდა გარსით, წვერზე არასწორი ნასვრეტით და სხვა.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები