ჩიტისბუდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''ჩიტისბუდა''' (''ლათ''. Cyathus striatus (Huds.) Wild. ''რუს''. Бока...) |
მიმდინარე ცვლილება 16:35, 17 მარტი 2022 მდგომარეობით
ჩიტისბუდა (ლათ. Cyathus striatus (Huds.) Wild. რუს. Бокальчик полосатый)
ნაყოფსხეული – ჯერ კვერცხისებრია, შემდეგ – კუბისებრი 1-1,6 სმ სიმაღლისა და 0,8-1 სმ დიამეტრისა, გარედან ჟანგისფერ-ყავისფერია ან მუქყავისფერი, ქეჩისებური ზედაპირით, შიგნიდან ტყვიისფერ-ნაცრისფერია, სიგრძივი ზოლებით. „ბუდის“ კიდეები დაკბილულია, დასაწყისში ხვრელი დაფარულია თეთრი თხელი აპკით, რომელიც შემდეგ ქრება. პერიდოილები („კვერცხები“) ჯერ სფეროსებრია, შემდეგ – კუთხოვანი, შთაბეჭდილება რჩება მინიატურული კვერცხებიანი ჩიტის ბუდისა.
სპორები – წაგრძელებული და ელიფსისებრია, სადა ზედაპირით, 18-22X8-12 მკმ.
იზრდება ტყესა და ბაღებში დამპალ ხეებსა და ნიადაგზე ზაფხულ- შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.