შავი ტრიუფელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''შავი ტრიუფელი''' (''ლათ''. Tuber melanosporum ''რუს''. Трюфе...)

11:27, 18 მარტი 2022-ის ვერსია

Shavitriufeli.PNG

შავი ტრიუფელი (ლათ. Tuber melanosporum რუს. Трюфель чёрный)

ბუნებაში ტრიუფელის 50-ზე მეტი სახეობა არსებობს. მათგან საწარმოო მნიშვნელობისა მხოლოდ ორია – შავი და თეთრი ტრიუფელი (T. magnatum). შავი ტრიუფელი ძვირფასი დელიკატესია. იგი მეტად არომატულია და აქვს საუკეთესო გემო, რის გამოც ყველაზე სახელგანთქმული სოკოა მსოფლიოში. პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად „შავ ბრილიანტს“ უწოდებენ.

ნაყოფსხეული – ბოლქვისებრია, 2-9 სმ, ზედაპირი დაფარულია წვრილი 4-6 წახნაგიანი პირამიდისებრი მეჭეჭებით, თავიდან მოწითალო-ყავისფერი, შემდგომ შავი ფერისაა. კანი თხელი აქვს.

რბილობი – მკვრივია, ნორჩობაში მოყავისფრო–მოწითალოა, შემდეგ შავი. ახასიათებს ძლიერი პიკანტური სუნი და სასიამოვნო მომწარო გემო, გადანაჭერზე მკაფიოდ ჩანს მოთეთრო ან მოყავისფრო-ჟანგისფერი დაკლაკნილი ძარღვები ან განშტოებანი.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები