კილასონია ნაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კილასონია ნაზი“ გადაიტანა გვერდზე „ნაზი კილასონია“) |
13:47, 21 მარტი 2022-ის ვერსია
კილასონია ნაზი (1926 - 1993), ქართველი მწერალი და პოეტი, დაიბადა სოფელ აბისში (ქარელი). 1954 წელს დაამთავრა თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1955-1959 წლებში მუშაობდა ჟურნალ „პიონერში” ლიტ. მუშაკად, 1959 წლიდან კი — ჟურნალ „საქართველოს ქალის” რედაქციის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1952 წელს ალმანახ „პირველ სხივსა” და გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში”, ხოლო პირველი წიგნი − „ლექსები” — დაიბეჭდა 1954 წელს. მისი კრებული „გზაფერადი” 1972 წელს გამოიცა, ხოლო „დიდება შენდა” – 1987 წელს.
- * * *
- მინდა ეს ლექსი შენც მოგხვდეს გულთან,
- მინდა მეც მქონდეს პწკარი ძლიერი,
- საქართველოში რომ ერთად ვსუნთქავთ,
- სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი...
- მეც ხომ მივლია იმ მთების გაღმა,
- მგზავრად მომდევდა ლექსი ხმიერი,
- მეც ხომ შემისვამს ლიახვის ტალღა
- და სამუდამოდ ვარ ბედნიერი.
- მეც მინატრია ია მუხლამდის,
- რომ გაზაფხულის მწვავდა იერი,
- მიყვარდა... მაგრამ, რომ არ ვუყვარდი,
- იქნებ ამიტომ ვარ ბედნიერი.