ღორის სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
'''იზრდება''' ფოთლოვან და წიწვიან ტყეში, ზაფხულში და შემოდგომით. [[საქართველო|საქართველოში]] ყველგანაა. | '''იზრდება''' ფოთლოვან და წიწვიან ტყეში, ზაფხულში და შემოდგომით. [[საქართველო|საქართველოში]] ყველგანაა. | ||
| − | შხამიანი სოკოა, სასიკვდილო შედეგით. | + | [[შხამიანი სოკოები|შხამიანი სოკოა]], სასიკვდილო შედეგით. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 13:05, 22 მარტი 2022 მდგომარეობით
ღორის სოკო (ლათ. Paxillus involutus (Fr) Fr. რუს. Свинушка тонкая)
ქუდი – 5-15 სმ-მდე და მეტი დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ – ჩაზნექილი და ძაბრისებრი, კიდეები ღრმად შეკეცილია შიგნით და ქეჩისებრია, მოყვითალო-მურაა. ფირფიტები – დაღმავალი და დატოტვილი, განიერი, ხშირი, ფეხთან ბადისებრია. ჯერ მკრთალი მურაა, შემდეგ კი მუქდება, ხელის დაჭერისას მუქი მურა ხდება.
ფეხი – 5-8X1-3 სმ, ტიტველი, სადაა, ქუდზე ღია ფერისაა, მთლიანია.
რბილობი – მოყვითალო ან მომურო, ჰაერზე მუქდება. მომჟავო გემოთი.
სპორები – 8-10X4,5-6 მკმ, კვერცხისებრ-ელიფსისებური, ჟანგმიწისფერი, სპორების მტვერი – ყავისფერი.
იზრდება ფოთლოვან და წიწვიან ტყეში, ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ყველგანაა.
შხამიანი სოკოა, სასიკვდილო შედეგით.