ცხვირ-ხახის ფიბრომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(კლინიკა)
(კლინიკა)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
ეს სიმსივნე სისხლმდენია შეხებისას და ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს გასინჯვის დროს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ სიმსივნის ბიოფსია საკონსულტაციო კაბინეტში, რადგანაც შედეგი სავალალო იქნება. პაციენტის გადაყვანა საოპერაციოში შეიძლება ვერც მოასწროთ და საქმე ლეტალურად დასრულდეს. აუცილებელია კონტრასტული MRI ანგიოგრაფიის და CT კვლევის ჩატარება.
 
+
[[ფაილი:Angiofibroma.PNG|thumb|300პქ|ანგიოფიბრომის დიაგნოსტიკა: ანგიოგრაფია, MRI და ენდოსკოპიური სურათი]]
 
უკანა რინოსკოპიით ჩანს იგივე მაკროსკოპიული სურათი, ოღონდ, ჩირქოვანი სეკრეტით.
 
უკანა რინოსკოპიით ჩანს იგივე მაკროსკოპიული სურათი, ოღონდ, ჩირქოვანი სეკრეტით.
  
ამ კლინიკური ნიშნების დროს, ლიმფადენოპათიის არარსებობა შეიძლება გახდეს ავთვისებიანი ლიმფომის დიფერენციალური დიაგნოსტიკის საფუძველი.
 
ანგიოგრაფია საშუალებას გვაძლევს საბოლოო დიაგნოზი დავსვათ, განვსაზღვროთ მკვებავი ტოტი და, შესაბამისად, ოპერაციულ
 
ანგიოგრაფია საშუალებას გვაძლევს საბოლოო დიაგნოზი დავსვათ, განვსაზღვროთ მკვებავი ტოტი და, შესაბამისად, ოპერაციულ

00:26, 23 მარტი 2022-ის ვერსია

ცხვირ-ხახის ფიბრომა — ეს ანგიოფიბრომა მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებს აქვთ 12-20 წლის ასაკამდე. კეთილთვისებიანი ფიბროზული სიმსივნე შემდეგი კლინიკური ნიშნებით ხასიათდება:

— ხშირი კატაკლიზმური სისხლდენები, რაც აიხსნება ამ სიმსივნის მდიდარი ვასკულარიზაციით და აუცილებლად გასათვალისწინებელია ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში;
— ზოგ შემთხვევაში, ზომის გამო, კრანიალური დეფორმაციით და ძვლოვანი ინვაზიით.

ეს სიმსივნე იწყება ქოანის ზედა ნაწილში, თუმცა განვითარება შესაძლოა ჰქონდეს ცხვირ-ხახისკენ, სფენოიდური ან ეთმოიდური სინუსის ინვაზიით ან ჰაიმორის წიაღისკენ, სადაც ორბიტის დეფორმაციას იწვევს და გარედან ლოყის გამობერილობით ვლინდება.

კლინიკა

დასაწყისში არსებობს ორი ჩივილი: ხშირი სისხლდენები და ცხვირის ცალმხრივი ობსტრუქცია. წინა რინოსკოპიით, იშვიათად მაგრამ მაინც, ჩანს რუხი ან მუქი ვარდისფერი სიმსივნე.

ეს სიმსივნე სისხლმდენია შეხებისას და ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს გასინჯვის დროს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ სიმსივნის ბიოფსია საკონსულტაციო კაბინეტში, რადგანაც შედეგი სავალალო იქნება. პაციენტის გადაყვანა საოპერაციოში შეიძლება ვერც მოასწროთ და საქმე ლეტალურად დასრულდეს. აუცილებელია კონტრასტული MRI ანგიოგრაფიის და CT კვლევის ჩატარება.

ანგიოფიბრომის დიაგნოსტიკა: ანგიოგრაფია, MRI და ენდოსკოპიური სურათი

უკანა რინოსკოპიით ჩანს იგივე მაკროსკოპიული სურათი, ოღონდ, ჩირქოვანი სეკრეტით.

ამ კლინიკური ნიშნების დროს, ლიმფადენოპათიის არარსებობა შეიძლება გახდეს ავთვისებიანი ლიმფომის დიფერენციალური დიაგნოსტიკის საფუძველი.

ანგიოგრაფია საშუალებას გვაძლევს საბოლოო დიაგნოზი დავსვათ, განვსაზღვროთ მკვებავი ტოტი და, შესაბამისად, ოპერაციულ ჩარევამდე მოვახდინოთ მისი ობლიტერაცია.

მკურნალობა

ქირურგიული ჩარევა ამ პათოლოგიის მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. აღსანიშნავია, რომ ინვაზიური რადიოლოგიის არსებობამდე, ეს ოპერაცია, სისხლდენის გამო, ხშირად ლეტალურად მთავრდებოდა. დღეს, ობლიტერაციის მეშვეობით, შესაძლო ხდება პეროპერაციული სისხლდენის მინიმუმამდე დაყვანა და ოპერაციისას სრული ტუმორო-რეზექცია.

მკვებავი სისხლძარღვის ობლიტერაცია ოპერაციამდე ორი-სამი დღით ადრე უნდა განხორციელდეს. დაგვიანების შემთხვევაში, მაობლიტირებელი პრეპარატი შეიძლება დაიშალოს.

ოპერაციული მიდგომა მრავალგვარი შეიძლება იყოს. იგი დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობასა და ზომაზე. შესაძლოა ნეიროქირურგების ჩარევაც, თუ საქმე გვაქვს ინტრაკრანიალურ, ინვაზირებულ ფორმასთან.

აუცილებელია ტოტალური რეზექცია, რადგანაც დარჩენილი ნაწილი, სამომავლოდ, რეციდივის გარანტია.

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია ამ რეციდივების ნაადრევ სტადიაზე გამოვლენაში გვეხმარება.

NOTA BENE
  • ხშირი სისხლდენების დროს, აუცილებელია ცხვირ-ხახის რევიზია;
  • არასოდეს გააკეთოთ ცხვირ-ხახის ან ცხვირის საეჭვო სიმსივნის ბიოფსია საკონსულტაციო კაბინეტის პირობებში;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები