ლონდარიძე შალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლონდარიძე შალვა“ გადაიტანა გვერდზე „შალვა ლონდარიძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შალვა ლონდარიძე“ გადაიტანა გვერდზე „ლონდარიძე შალვა“ გადამის...) |
15:12, 23 მარტი 2022-ის ვერსია
ლონდარიძე შალვა — (1975), პოეტი. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოცემული აქვს კრებულები: „სულის თარგმანები” (2016), „ვერტიკალური ჰორიზონტი” (2017).
- წავედი და მორჩა!
- წავედი და მორჩა!
- ნახვამდისაც არ გითხარი,
- წამით გრძნობას რომ აბრუნებს
- და მზერას ცრის ნაწვიმარი...
- გონებაც რომ დაასველა
- და ჩამოჰკრა ტლანქი ზარი,
- მარტოობის ერთგულების...
- მას რომ კეტავს გულის კარი.
- ნუღარ იტყვი, რომ გიყვარვარ,
- ჩვენ ორშია ერთი ბზარი
- და შენს დამშრალ ლიტონ სიტყვებს
- არ მსურს ჰქონდეს თუნდაც კვალი...
- ერთ დროს, გზა რომ ამირია
- და შემახო ყალბი ტანი,
- მიხაროდა შენი ყოფნა,
- ვგიჟდებოდი კარგა ხანი.
- წავედი და მორჩა, აღარც
- წერილს დავწერ კალმისტარით,
- არ გამიშვებ? ის დრო - მორჩა!
- მე არა ვარ პატიმარი.