ხორხის, სასის და ენის დამბლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ხორხის, სასის და ენის დამბლები — ასეთი ასოცირებული დამბლები...)

17:58, 30 მარტი 2022-ის ვერსია

ხორხის, სასის და ენის დამბლები — ასეთი ასოცირებული დამბლები (ხორხი, სასა, ხახა, ენა) აუცი- ლებლად მოითხოვს გაღრმავებულ ეტიოლოგიურ კვლევებს.

სასის კუნთების ცალმხრივი პარეზი, როგორც წესი, არ იძლევა მნიშვნელოვან ფუნქციურ მოშლას. ცოტათი ცხვირში ლაპარაკი და წყლის დალევის დროს ძალიან იშვიათი გადაცდენა ცხვირში – აი, ასეთი დისფუნქცია შეგხვდებათ სასის ჰემიპარეზის დროს. აღსანიშნავია, რომ დათვალიერებისას, მოძრაობის შემოწმებისათ- ვის, პაციენტს უნდა ათქმევინოთ ასო „ე“ – და ამ დროს შეაფასოთ კუნთის მოძრაობა. ასიმეტრიული სასა არ უნდა აგვერიოს ტონზი- ლექტომიის შედეგად განვითარებული ნაწიბურის დეფორმაციაში. იპსილატერალური (იმავე მხარეს) ხორხის და სასის ასოცირებული დამბლა, ე. წ. AVELLIS-ის სინდრომს ადასტურებს, რაც ცდომილი ნერვის ზედა ნაწილებში დაზიანების გამო გვხვდება.

ხახის ცალმხრივი პარეზები გამოიხატება ფონაციის დროს დაავადებული მხარის ჯანმრთელი მხარისკენ მიზიდვაში. ამას „ფარდის ნიშანს“ ეძახიან. ეს ნიშანი IX და X წყვილი ნერვების ასო- ცირებული დამბლის დროს გვხვდება. ენის ასოცირებული დამბლა XII წყვილი ნერვის დამბლაზე მეტყველებს. ყველა ზემოჩამოთ- ვლილი დამბლა წყვილი ნერვების ზედა ნაწილებში (ქალას ფუძე, ხიდაკის და ღეროს დონე) განვითარებულ სიმსივნოვან, ვირუსულ ან სისხლძარღვოვან დაზიანებაზე მეტყველებს.

NOTA BENE
  • შებრუნებითი ნერვის დაზიანების დიაგნოსტიკის დროს, აუცილებელია ორო-ლარინგოსკოპია, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქმე არ გვაქვს სხვა ასოცირებულ პარეზებთან.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები