ხორხის, სასის და ენის დამბლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხორხის, სასის და ენის დამბლები — ასეთი ასოცირებული დამბლები (ხორხი, სასა, ხახა, ენა) აუცილებლად მოითხოვს გაღრმავებულ ეტიოლოგიურ კვლევებს.

სასის კუნთების ცალმხრივი პარეზი, როგორც წესი, არ იძლევა მნიშვნელოვან ფუნქციურ მოშლას. ცოტათი ცხვირში ლაპარაკი და წყლის დალევის დროს ძალიან იშვიათი გადაცდენა ცხვირში – აი, ასეთი დისფუნქცია შეგხვდებათ სასის ჰემიპარეზის დროს. აღსანიშნავია, რომ დათვალიერებისას, მოძრაობის შემოწმებისათვის, პაციენტს უნდა ათქმევინოთ ასო „ე“ – და ამ დროს შეაფასოთ კუნთის მოძრაობა. ასიმეტრიული სასა არ უნდა აგვერიოს ტონზილექტომიის შედეგად განვითარებული ნაწიბურის დეფორმაციაში. იპსილატერალური (იმავე მხარეს) ხორხის და სასის ასოცირებული დამბლა, ე. წ. AVELLIS-ის სინდრომს ადასტურებს, რაც ცდომილი ნერვის ზედა ნაწილებში დაზიანების გამო გვხვდება.

ხახის ცალმხრივი პარეზები გამოიხატება ფონაციის დროს დაავადებული მხარის ჯანმრთელი მხარისკენ მიზიდვაში. ამას „ფარდის ნიშანს“ ეძახიან. ეს ნიშანი IX და X წყვილი ნერვების ასოცირებული დამბლის დროს გვხვდება. ენის ასოცირებული დამბლა XII წყვილი ნერვის დამბლაზე მეტყველებს. ყველა ზემოჩამოთვლილი დამბლა წყვილი ნერვების ზედა ნაწილებში (ქალას ფუძე, ხიდაკის და ღეროს დონე) განვითარებულ სიმსივნოვან, ვირუსულ ან სისხლძარღვოვან დაზიანებაზე მეტყველებს.

NOTA BENE
  • შებრუნებითი ნერვის დაზიანების დიაგნოსტიკის დროს, აუცილებელია ორო-ლარინგოსკოპია, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქმე არ გვაქვს სხვა ასოცირებულ პარეზებთან.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები