გლიფტალის ფისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გლიფტალის ფისი''' – პროდუქტი, მიღებული სამატომიანი სპირტის (...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გლიფტალის ფისი“ გადაიტანა გვერდზე „ფისი გლიფტალის“) |
12:34, 5 აპრილი 2022-ის ვერსია
გლიფტალის ფისი – პროდუქტი, მიღებული სამატომიანი სპირტის (გლიცერინი) და ფტალატის ანჰიდრიდის პოლიკონდესაციით. გამყარება ხდება სამ სტადიად (ისევე, როგორც ფენოლფორმალდეჰიდის) წყლის გამოყოფით. ამისათვის საჭიროა მაღალი ტემპერატურა და დიდი დრო. აქვთ მაღალი თბომედეგობა 150°C ტემპერატურამდე. ბაკელიტური ფისისაგან განსხვავებით აქვთ მაღალი ელასტიურობა (დრეკადობა), მდგრადობა დაძველებისადმი და კარდგი ადჰეზიური თვისებები. იხსნებიან აცეტონსა და სპირტში, წყალ- და მჟავამედეგია. ახასიათებთ დიელექტრიკული თვისებები. მის საფუძველზე აწარმოებენ წებოებსა და ლაქებს.