ნადარეიშვილი ლაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნადარეიშვილი ლაშა“ გადაიტანა გვერდზე „ლაშა ნადარეიშვილი“)

16:57, 5 აპრილი 2022-ის ვერსია

ლაშა ნადარეიშვილი

ნადარეიშვილი ლაშა − (1959), პოეტი, გაზეთ „ასავალ-დასავალის” მთავარი რედაქტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „ფიქრები ბაბილონის გოდოლთან” (1987), „ეშაფოტზე წარმოსათქმელი ლექსები” (2012)


შენ ქართველი მომიყვანე...
ანანურთან შუბი ვტყორცნე,
მთებს მათრახი შემოვკარი...
დარკვეთელი ქალი ვკოცნე,
ის ხოხობიც მე მოვკალი!
გელათს მუხლი მოვიყარე −
ტაძრად, უფლის მინათითებს...
შენ ქართველი მომიყვანე,
დავითი კვლავ იდავითებს!
ყაბარდოზე გადავრეკე
ჯარი, სისხლით დამშეული...
ქაშუეთის ზარი ვრეკე,
ციდან ღმერთის დაშვებული!
მტერო, კვლავაცმოისრები
ხმლით − წინაპრის შემშვენისა...
ხატს ვდარაჯობ ოპიზრების −
ბექასი და ბეშქენისა!
მაზღვევინე საკადრისი
მოცილესთვის ამ მიწისა...
სად ვეძებო სხვა საყდრისი,
მხარევ, ოქროს საწმისისა!
გადავდევნი დარდის ფარას,
თაფლს სურნელი უდის წმინდა...
საქართველოს დაიფარავს
მამა, ძე და სულიწმინდა!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები