ნანუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მანუჩარ ციციშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ნანუჩა“ გადამისამართე...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნანუჩა“ გადაიტანა გვერდზე „ციციშვილი მანუჩარ“)

12:37, 6 აპრილი 2022-ის ვერსია

ნანუჩა − (XVII საუკუნე), ნამდვილი სახელი და გვარი მანუჩარ ციციშვილი. XVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი, „ვეფხისტყაოსნის” ინტერპოლატორი. მას ჩაურთავს სტროფები პოემის ტექსტში, 11 სტროფი დაუმატებია „ავთანდილის ანდერძისათვის“. ნანუჩას მიერ ჩართულ სტროფებს პოემის ზოგიერთ ხელნაწერში (ე.წ. ზაზასეული ხელნაწერი) მიწერილი აქვს „ნ“ ან „ნა“. არჩილ II „თეიმურაზისა და რუსთაველის გაბაასებაში“ მოიხსენიებს ნანუჩას და ლექსს უწუნებს მას. ნანუჩა თანამედროვეთა მოწონებით სარგებლობდა. მამუკა თავაქარაშვილი მას „ტკბილი სიტყვების მხმობელს“ უწოდებდა და გვერდში უყენებდა XII საუკუნის ქართველ კლასიკოსებს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები