როსტომაშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''როსტომაშვილი დავით''' – (1871 – 1944), პოეტი. ფსევდონიმი – დ. ნინოწმი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „როსტომაშვილი დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით როსტომაშვილი“) |
22:00, 8 აპრილი 2022-ის ვერსია
როსტომაშვილი დავით – (1871 – 1944), პოეტი. ფსევდონიმი – დ. ნინოწმინდელი. „ივერიის“, „კვალის“, „მოამბის“, „ცნობის ფურცელის“ თანამშრომელი. 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ლექსებს. იყო ავლაბრის არალეგალური სტამბის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
- განსვენებულ ალექსანდრე ყაზბეგს
- ნიჭით შემკულო, პოეტო,
- გადაჰყევ სოფლის ბრუნვასა,
- თუმც ღვაწლს გვიტოვებ შენს ნაცვლად,
- მაინც ვეძლევით ჭმუნვასა.
- ცოცხალი ბევრი იტანჯე,
- ძნელად თუ მიხვდი შვებასა,
- მაგრამ ეგ ღვაწლი გრძნობისა
- გითხზავს გვირგვინს და ქებასა.
- მშვიდობით, ერის დიდებავ,
- მშვიდობა შენსა ნავალსა,
- შენს სახელს ერი უგზავნის
- ქება-კურთხევას მრავალსა.