ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:TanZiis wminda nikolozis eklesia.jpg|thumb|'''<small><small>ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლე...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:43, 12 აპრილი 2022 მდგომარეობით

ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე ს. ტანძიაში, ბოლნისიდან 16 კმ-ის დაშორებით.
სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი
აგებულია 1683 წელს დიდი ქართველი მამულიშვილის სულხან-საბა ორბელიანის მამის ვახტანგ მდივანბეგის მიერ და წლების განმავლობაში ორბელიანების კარის ეკლესია იყო. ეკლესია შეისწავლა და აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა. ეკლესია ნაგებია ალგეთის ქვითა და კირით. ეკლესიის სიახლოვეს განლაგებულია სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი, სადაც დაცულია მისი ნაწარმოებების თემაზე შექმნილი ქართველი მხატვრების ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, ფოტომასალა, დოკუმენტები და სულხან-საბას სხვადასხვა პერიოდის გამოცემები.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები