ბოლნისი (ქალაქი ბოლნისის მუნიციპალიტეტში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოლნისიქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მუნიციპალიტეტის ცენტრი (ბოლნისის ეპარქია). მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდ. მაშავრის შუა დინებაში. XIX ს. აქ გერმანული კოლონიის შექმნის შემდეგ იწოდებოდა ეკატერინენფელდად, 1924 წლიდან – ლუქსემბურგად, ხოლო 1943 წ. დაუბრუნდა ძველი სახელწოდება და კვლავ ეწოდა ბოლნისი.

ბოლნისი და მისი მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს ისტორიულ ქვემო ქართლის ძველად არსებულ ორ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს: ბოლნისის ხევს (ფოლადაურის აუზი) და ქვეშისხევს (მაშავრის ქვემო დინება). ბოლნისის ხევის ცენტრი იყო ახლანდ. სოფელი ბოლნისი. საქართველოს ეკლესიის ეპარქია აქ დაარსდა V ს. ვახტანგ გორგასლის დროს. ბოლნისსა და მისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქართული ქრისტიანული ხელოვნების ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია განლაგებული (ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისის სამნავიანი ეკლესია, აკაურთის, კიანეთის, ტანძიის, ნუღრუღაშენისა და სხვ. ტაძრები).


Logo1.JPG ბოლნისი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები