ჰაერის ტენიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰაერის ტენიანობა''' – ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობა; კლიმ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჰაერის ტენიანობა“ გადაიტანა გვერდზე „ტენიანობა ჰაერის“)

16:05, 15 აპრილი 2022-ის ვერსია

ჰაერის ტენიანობა – ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობა; კლიმატის ყვალაზე არსებითი თვისება. ჰაერის ტენიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგიერთ ტექნოლოგიურ პროცესში. მისი შეფასებისათვის გამოიყენება წყლის ორთქლის დრეკადობა (პარციალური წნევა) (პა) ან ჰაერის ერთეულ მოცულობაში წყლის ორთქლის რაოდენობა (გ/მ3). აბსოლუტური ჰაერის ტენიანობა ხასიათდება ჰაერის ერთეულ მოცულობაში წყლის ორთქლის რაოდენობით ან მისი დრეკადობით; ფარდობითი ჰაერის ტენიანობა – ჰაერის ტენიანობის აბსოლუტური მნიშვნელობის ფარდობით მაქსიმალურთან (გაჯერებულთან) მოცემულ ტემპერატურაზე (%). დედამიწის ზედაპირთან ჰაერში წყლის ორთქლი შეადგენს მოცულობის 0,2-2,5%. ადამიანისათვის ყველაზე კარგია ფარდობითი ტენიანობა 40-60% ნორმალურ კლიმატურ პირობებში. სათავსებში ტენიანობის უკუგავლენის საპირისპიროდ გამოიყენება ჰაერის ვენტილაცია, კონდიცირება და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები