ჯაფარიძე ვენერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჯაფარიძე ვენერა''' – (1934 – 1970), ქართველი პოეტი. დაი...)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
::მთამ მთას გასძახოს, ქალაქმა ქალაქს,
 
::მთამ მთას გასძახოს, ქალაქმა ქალაქს,
 
::სოფელმა სოფელს მთების გუგუნით,
 
::სოფელმა სოფელს მთების გუგუნით,
::ბებია იტყვის: `ხმა აქვსო, რავარც
+
::ბებია იტყვის: „ხმა აქვსო, რავარც
::ტყის პირს იძახის ტკბილად გუგული.
+
::ტყის პირს იძახის ტკბილად გუგული“.
  
  

00:11, 23 აპრილი 2022-ის ვერსია

ჯაფარიძე ვენერა – (1934 – 1970), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჩიხორში (თერჯოლა). დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. ლექსებს აქვეყნებდა ალმანახ „რიონში“, გაზეთ „ქუთაისში“. მისი ლირიკული პოეზია გამოირჩევა ფაქიზი ინტონაციებით, გულწრფელობით, ლამაზი მეტაფორული სახეებით. ვენერა ჯაფარიძის ერთადერთი კრებული „არ მემეტება დასავიწყებლად“ პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა (1977, რედაქტორი – თეიმურაზ აბულაძე, წინასიტყვაობის ავტორი – ზურაბ კუხიანიძე).


* * *
სახეში თითქოს ფრთა მომხვდა მერცხლის,
სულშიც მერცხლებმა შეინავარდეს,
ღმერთო, მაღირსე ისეთი ლექსი,
საქართველოში ექოდ გავარდეს!
მთამ მთას გასძახოს, ქალაქმა ქალაქს,
სოფელმა სოფელს მთების გუგუნით,
ბებია იტყვის: „ხმა აქვსო, რავარც
ტყის პირს იძახის ტკბილად გუგული“.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები