ციცქიშვილი გობრონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გობრონ ციცქიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ციცქიშვილი გობრონ“ გად...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
| + | [[კატეგორია:რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის წევრები]] | ||
[[კატეგორია:ციცქიშვილები]] | [[კატეგორია:ციცქიშვილები]] | ||
14:20, 27 აპრილი 2022-ის ვერსია
ციცქიშვილი გობრონ − (1899 − 1951), ფსევდონიმი − აგარელი. პოეტი და მთარგმნელი გობრონ აგარელი დაიბადა დაბა სურამში. მამამისი მღვდელი იყო, ქრისტეფორე ციცქიშვილი, შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. დაამთავრა ტფილისის მე-5 გიმნაზია. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. მერე თსუ-ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. პირველი ლექსი 1919 წელს დაიბეჭდა გაზეთ „საქართველო (გაზეთი) საქართველოში“. 1920 წელს გამოვიდა გობრონ აგარელისა და ტერენტი გრანელის პირველი წიგნი „პანაშვიდები“. 1922-1930 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1930 წლიდან 1951 წლამდე საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობაში. მისი შვილიც, გივი ციცქიშვილიც პოეტი გახლდათ.
- სიჩუმის დღეებიდან
- მწუხარე გალაკტიონს
- სიჩუმის დღეებიდან
- გული წაიღო იმან − ისევ უმწეო დავრჩი,
- როგორც ფოთლების წვიმა
- და ფერმიხდილი ბავშვი.
- მალე ჩამოვა ღამე − ჩემი სიჩუმის დედა,
- როცა უღონო წამებს შეშინებული ვხედავ.
- მკრთალი დღეების ფიქრით
- ახალ ზმანებას ხვდები...
- მინდა სიცოცხლის იქით გადაფრენილი დები.
- მე გამომყვება გარეთ ლურჯი წუხილი ბედზე.
- და შემოდგომის ქარით
- სხვა მოგონებას ვეძებ.
- ასე ვიქნები თურმე მელანქოლიის ბაღში:
- სასომიხდილი, ჩუმი და უცნაური ბავშვი...