ძნელაძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ძნელაძე ვახტანგ''' − (1925 − 1983), ქართველი პოეტი. დაი...)
 
(წყარო)
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:ძველაძეები]]
+
[[კატეგორია:ძნელაძეები]]

16:07, 27 აპრილი 2022-ის ვერსია

ძნელაძე ვახტანგ − (1925 − 1983), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელი ბურნათში (ჩოხატაური). ერთი წლისამ ავადმყოფობის შედეგად ორივე თვალში მხედველობა დაკარგა. 1934 წლიდან სწავლობდა უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში. 1952 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1941 წელს გაზეთ „ნორჩ ლენინელში”. გამოცემული აქვს კრებულები: „მხოლოდ შენ ერთს” (1968), „ერთი პატარა მანანა” (1969), „რაც ძვირფასია” (1976), „შენაკადი” (1983). არის საბავშვო ლექსები ავტორი.


ჩემი დილა
დილა ჟღურტულებს, როგორც მერცხალი,
მე მისი ეშხი ბევრჯერ მიქია,
გულში ლექსია თუ ნაკვერცხალი,
ვერ გამიგია.
ჩემს ფანჯარასთან მზე ყელს იღერებს,
სივრცე მზის ლაღი სანავარდოა,
ძმად გაეფიცა გული სიმღერებს,
განა მარტოა?!
სიტყვის მირონით მე მოვინათლე
და შთაგონებას მივდევ ბარბაცით,
სიმღერა ჩემთვის არის სინათლე
და რაღაც − კიდევ უფრო წარმტაცი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები