ძნელაძე ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძნელაძე ვახტანგ − (1925 − 1983), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელი ბურნათში (ჩოხატაური). ერთი წლისამ ავადმყოფობის შედეგად ორივე თვალში მხედველობა დაკარგა. 1934 წლიდან სწავლობდა უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში. 1952 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1941 წელს გაზეთ „ნორჩ ლენინელში”. გამოცემული აქვს კრებულები: „მხოლოდ შენ ერთს” (1968), „ერთი პატარა მანანა” (1969), „რაც ძვირფასია” (1976), „შენაკადი” (1983). არის საბავშვო ლექსები ავტორი.
- ჩემი დილა
- დილა ჟღურტულებს, როგორც მერცხალი,
- მე მისი ეშხი ბევრჯერ მიქია,
- გულში ლექსია თუ ნაკვერცხალი,
- ვერ გამიგია.
- ჩემს ფანჯარასთან მზე ყელს იღერებს,
- სივრცე მზის ლაღი სანავარდოა,
- ძმად გაეფიცა გული სიმღერებს,
- განა მარტოა?!
- სიტყვის მირონით მე მოვინათლე
- და შთაგონებას მივდევ ბარბაცით,
- სიმღერა ჩემთვის არის სინათლე
- და რაღაც − კიდევ უფრო წარმტაცი.