წიკლაური მარიამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''წიკლაური მარიამ''' − (1960), ქართველი პოეტი, საბავშ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბავშვო მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
[[კატეგორია:წიკლაურები]] | [[კატეგორია:წიკლაურები]] | ||
15:05, 28 აპრილი 2022-ის ვერსია
წიკლაური მარიამ − (1960), ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი.
დაიბადა თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო „ივერიაში” უძღვება ორ საავტორო გადაცემას: „საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე” და ლიტერატურული სალონი „ერთი საათი”. იგი ინიციატორია საქართველოში „ქართული საბავშვო წიგნის დღის − 27 ოქტომბრის” დაწესებისა. არის ამავე ფონდის ეგიდით გამომავალი საბავშვო ლიტერატურული ალმანახის რედაქტორი. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.
- კესოს ლექსი
- ესო-მესო, გაჩნდა კესო!
- სხივად შეემატა დღესო,
- როცა სძინავს − მთვარესა ჰგავს,
- როცა ღვიძავს − დილის მზესო.
- ქვეყნის თვალი გაიზრდება −
- ფერიებმა ასე თქვესო.
- ანგელოსი ნანას უმღერს
- დედის ხმით და ასმევს რძესო,
- კესო კიდევ გულში ნატრობს
- ლამაზ-ლამაზ დებს და ძმებსო!