ვინოგრადოვის საშუალო კულტურულ-ტექნიკური სასწავლებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ვინოგრადოვის საშუალო კულტურულ-ტექნიკური სასწავლებელი''' - სკოლაში იყო ორი განყოფილება: მიწისმზომელ-აგრონომიული და სოფლის მეურნეობა-ჰიდროტექნიკური. ორივე განყოფილებაზე მოსწავლეები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ეუფლებოდნენ პრაქტიკულ ჩვევებს მიწების აზომვისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობის, ასევე, მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო საქმეების პრაქტიკულად ათვისებაში.
 
'''ვინოგრადოვის საშუალო კულტურულ-ტექნიკური სასწავლებელი''' - სკოლაში იყო ორი განყოფილება: მიწისმზომელ-აგრონომიული და სოფლის მეურნეობა-ჰიდროტექნიკური. ორივე განყოფილებაზე მოსწავლეები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ეუფლებოდნენ პრაქტიკულ ჩვევებს მიწების აზომვისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობის, ასევე, მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო საქმეების პრაქტიკულად ათვისებაში.
  
სასწავლებელი დაარსდა და მისი მუშაობის სპეციალური დებულება შემუშავდა (1915). კერძო სასწავლებლის დამფუძნებელი იყო ინჟინერი მ. ნ. ვინოგრადოვი. [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] დაშლის შემდეგ ჯერ [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] მთავრობა ზედამხედველობდა, [[საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება|დამოუკიდებლობის გამოცხადები]]ს შემდეგ კი შედიოდა [[მიწათმოქმედების სამინისტრო (1918-1921)|მიწათმოქმედების სამინისტროს]] დაქვემდებარებაში და ყველა უფლებით გათანაბრებული იყო სახელმწიფო სასწავლებლებთან. სასწავლებელში მიმდინარე სასწავლო პროცესს მეთვალყურეობდა [[სახალხო განათლების სამინისტრო (1918-1921)|განათლების სამინისტროს]] სატეხნიკო და საპროფესიო სასწავლებელთა მთავარგამგე. ვინოგრადოვს ჰქონდა კერძო კურსებიც, რომელიც, მისი სასწავლებლისგან განსხვავებით, უფრო მრავალპროფილიანი იყო. კურსები ემსახურებოდა არქიტექტორების, საგზაო მშენებლობის, ჰიდრო და ელექტროტექნიკოსების, ტყის, სასოფლო-ტექნიკური, ქიმიური, სამთო და სხვა დარგების სპეციალისტთა მომზადებას. სასწავლებელში სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლობდნენ [[ქართველები|ქართველებიც]]. მაგ.: [[გენერალი]] [[გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე|ი. გედევანიშვილი]] 1918 წლის დეკემბერში ატყობინებდა განათლების სამინისტროს, რომ ამ სკოლის ორი მოსწავლე - ჭეიშვილი სიმონი და ლომთაძე დიმიტრი - მის [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკში]] იმყოფებოდა [[ბრძოლის ველი|ბრძოლის ველზე]] და „მათ თავიანთი ადგილები უნდა შენახვოდათ“.
+
სასწავლებელი დაარსდა და მისი მუშაობის სპეციალური დებულება შემუშავდა (1915). კერძო სასწავლებლის დამფუძნებელი იყო ინჟინერი მ. ნ. ვინოგრადოვი. [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] დაშლის შემდეგ ჯერ [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] მთავრობა ზედამხედველობდა, [[საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება|დამოუკიდებლობის გამოცხადები]]ს შემდეგ კი შედიოდა [[მიწათმოქმედების სამინისტრო (1918-1921)|მიწათმოქმედების სამინისტროს]] დაქვემდებარებაში და ყველა უფლებით გათანაბრებული იყო სახელმწიფო სასწავლებლებთან. სასწავლებელში მიმდინარე სასწავლო პროცესს მეთვალყურეობდა [[სახალხო განათლების სამინისტრო (1918-1921)|განათლების სამინისტროს]] სატეხნიკო და საპროფესიო სასწავლებელთა მთავარგამგე. ვინოგრადოვს ჰქონდა კერძო კურსებიც, რომელიც, მისი სასწავლებლისგან განსხვავებით, უფრო მრავალპროფილიანი იყო. კურსები ემსახურებოდა არქიტექტორების, საგზაო მშენებლობის, ჰიდრო და ელექტროტექნიკოსების, ტყის, სასოფლო-ტექნიკური, ქიმიური, სამთო და სხვა დარგების სპეციალისტთა მომზადებას. სასწავლებელში სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლობდნენ [[ქართველები|ქართველებიც]]. მაგ.: [[გენერალი]] [[გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე|ი. გედევანიშვილი]] 1918 წლის დეკემბერში ატყობინებდა განათლების სამინისტროს, რომ ამ სკოლის ორი მოსწავლე - ჭეიშვილი სიმონი და ლომთაძე დიმიტრი - მის [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკში]] იმყოფებოდა [[ბრძოლის ველი|ბრძოლის ველზე]] და „მათ თავიანთი ადგილები უნდა შენახვოდათ“. ([[დოდო ჭუმბურიძე]])
 
+
:::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''დოდო ჭუმბურიძე'''''
+
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

მიმდინარე ცვლილება 20:34, 30 აპრილი 2022 მდგომარეობით

ვინოგრადოვის საშუალო კულტურულ-ტექნიკური სასწავლებელი - სკოლაში იყო ორი განყოფილება: მიწისმზომელ-აგრონომიული და სოფლის მეურნეობა-ჰიდროტექნიკური. ორივე განყოფილებაზე მოსწავლეები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ეუფლებოდნენ პრაქტიკულ ჩვევებს მიწების აზომვისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობის, ასევე, მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო საქმეების პრაქტიკულად ათვისებაში.

სასწავლებელი დაარსდა და მისი მუშაობის სპეციალური დებულება შემუშავდა (1915). კერძო სასწავლებლის დამფუძნებელი იყო ინჟინერი მ. ნ. ვინოგრადოვი. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ჯერ ამიერკავკასიის მთავრობა ზედამხედველობდა, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი შედიოდა მიწათმოქმედების სამინისტროს დაქვემდებარებაში და ყველა უფლებით გათანაბრებული იყო სახელმწიფო სასწავლებლებთან. სასწავლებელში მიმდინარე სასწავლო პროცესს მეთვალყურეობდა განათლების სამინისტროს სატეხნიკო და საპროფესიო სასწავლებელთა მთავარგამგე. ვინოგრადოვს ჰქონდა კერძო კურსებიც, რომელიც, მისი სასწავლებლისგან განსხვავებით, უფრო მრავალპროფილიანი იყო. კურსები ემსახურებოდა არქიტექტორების, საგზაო მშენებლობის, ჰიდრო და ელექტროტექნიკოსების, ტყის, სასოფლო-ტექნიკური, ქიმიური, სამთო და სხვა დარგების სპეციალისტთა მომზადებას. სასწავლებელში სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლობდნენ ქართველებიც. მაგ.: გენერალი ი. გედევანიშვილი 1918 წლის დეკემბერში ატყობინებდა განათლების სამინისტროს, რომ ამ სკოლის ორი მოსწავლე - ჭეიშვილი სიმონი და ლომთაძე დიმიტრი - მის პოლკში იმყოფებოდა ბრძოლის ველზე და „მათ თავიანთი ადგილები უნდა შენახვოდათ“. (დოდო ჭუმბურიძე)

[რედაქტირება] ლიტერატურა

სცსა, 1935, აღ. 1, საქ. 308, ფ. 1-17; ფ. 30.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები