ხერგიანი მირონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხერგიანი მირონ“ გადაიტანა გვერდზე „მირონ ხერგიანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მირონ ხერგიანი“ გადაიტანა გვერდზე „ხერგიანი მირონ“ გადამისამ...) |
01:26, 1 მაისი 2022-ის ვერსია
ხერგიანი მირონ – (1943), ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. მისი პირველი ლექსები 1962 წელს გამოქვეყნდა თსუ-ს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, პირველი მოთხრობა „თეთრი მწვერვალი“ კი – 1963 წელს ჟურნალ „პიონერში“. მას შემდეგ მისი ნაწარმოებები – რომანები, მოთხრობები, ლექსები, პუბლიცისტური სტატიები, მხატვრული ნარკვევები და თარგმანები პერიოდულად ქვეყნდება ჩვენს სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდის ცალკე წიგნებად.
- * * *
- ეს რა სევდის ცა არი, ეს ცა სევდის ცა არი,
- არა - ჩვენი ბავშვობის... ყველაფერი უეცრად
- და თვალდათვალ დაგვშორდა.
- მეზმანება ვან-გოგი, სევდის ბორინაჟებში...
- რუსთაველზე ტოლებთან ეშხით მოინაზები...
- ეჰ, რა იყო ოდესღაც ორივენი ვბავშვობდით...
- მერმე ფიქრნი განილტვნენ,
- უმძრახებად დაშორდნენ...
- მეზმანება ვან-გოგი, სევდის ბორინაჟებში...
- რუსთაველზე ტოლებთან ეშხით მოინაზები...
- ეშხით მოინაზები, რწევით ალვა-ტანისა,
- ვარსკვლავთა ალმასები, ნაზად კრთომა მთვარისა,
- შენზე ფიქრმა იშორა, შენზე ფიქრმა დანისლა...
- ეს ცა სევდის ცა არი, არა - ჩვენი ბავშვობის...
- ყველაფერი უეცრად და თვალდათვალ დაგვშორდა!