ხომერიკი ბესო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხომერიკი ბესო“ გადაიტანა გვერდზე „ბესო ხომერიკი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბესო ხომერიკი“ გადაიტანა გვერდზე „ხომერიკი ბესო“ გადამისამარ...) |
23:35, 1 მაისი 2022-ის ვერსია
ხომერიკი ბესო – (1954), ქართველი მთარგმნელი დაიბადა თბილისში. სწავლობდა თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო სულხან-საბას სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იბრძოდა აფხაზეთში. 1993 წლიდან ემიგრაციაშია. გამოცემული აქვს, თარგმანთა კრებული, თარგმნის როგორც ქართულად, ასევე ქართულიდან – რუსულად. მისი თარგმანები გამოქვეყნებულია კრებულებში: („პოეტური თარგმანის ანთოლოგია“, „შეყვარებულთა წიგნი“ და სხვა.
- არსენი ტარკოვსკი
- თარგმნა ბესო ხომერიკმა
- აი, ზაფხულიც მორჩა,
- ფერადი სიზმრის დარად,
- ცაზე მზე ისევ მოჩანს,
- ოღონდ ეს აღარ კმარა.
- რაც კი ვინატრე ლოცვად
- ლოდინით არ დამღალა,
- ბედმა ხელებში მომცა,
- ოღონდ ეს აღარ კმარა.
- ცუდიც წინ დამხვდა, კარგიც,
- ხან ტკბილად ხანაც მწარად,
- და არ მქონია დარდი,
- ოღონდ ეს აღარ კმარა.
- განსაცდელის ჟამს ქოლგად
- ცხოვრებამ ფრთა მაფარა,
- იღბალი მართლა მქონდა,
- ოღონდ ეს აღარ კმარა.
- ქარი არ ლეწავს ტოტებს,
- ფოთლებიც არ დამწვარა,
- ავდარსაც დარი მოსდევს,
- ოღონდ ეს აღარ კმარა.