პოლიმერცემენტის ბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პოლიმერცემენტის ბეტონი''' − ბეტონი, დამზადებული ცემენტის...) |
12:22, 18 მაისი 2022-ის ვერსია
პოლიმერცემენტის ბეტონი − ბეტონი, დამზადებული ცემენტისა და პოლიმერული ნივთიერებისაგან (ცემენტის მასის 5-15%) შედგენილი შერეული შემკვრელით. პოლიმერად გამოიყენება წყალში ხსნადი ფენოლფორმალდეჰიდური ფისი ან პოლიმერების წყლის დისპერსიები (პოლივინილაცეტატი, სინთეზური კაუჩუკი, აკრილი და სხვ.). გამოიყენება სამრეწველო შენობების იატაკების მოსაწყობად, აეროდრომის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის დასაბეტონებლად, მოსაპირკეთებელ სამუშაოებში (მათ შორის კერამიკული, მინისა და ქვის ფილების კედელზე მისაწებებლად), წყლის და ნავთობპროდუქტების შესანახი რეზერვუარების მოსაწყობად და სხვ.