ბიეფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბიეფი''' −(ფრანგ. biеф) – წყალსატევის, მდინარის ან არხის ნაწილი, ...) |
14:20, 20 მაისი 2022-ის ვერსია
ბიეფი −(ფრანგ. biеф) – წყალსატევის, მდინარის ან არხის ნაწილი, რომელიც ეკვრის წყალსატბორ ნაგებობას (კაშხალს, რაბს). განასხვავებენ ზედა და ქვედა ბიეფს. ზედა ბიეფი მდებარეობს წყალაღმა, წყალსატბორი ნაგებობის წინ; ქვედა ბიეფი – წყალდაღმა, წყალსატბორი ნაგებობის შემდეგ. ორი ან რამდენიმე წყალსატბორი ნაგებობით წარმოქმნილ და წყლის სისტემის ან წყალსადინარის წყალგამყოფ უბანზე მდებარე ბიეფს გამყოფ ბიეფს უწოდებენ.