გეოდეზიური წირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გეოდეზიური წირი''' – ზედაპირზე მდებარე წირი, რომლის ყოველ წე...) |
13:03, 27 მაისი 2022-ის ვერსია
გეოდეზიური წირი – ზედაპირზე მდებარე წირი, რომლის ყოველ წერტილში გეოდეზიური სიმრუდე უდრის ნულს, ანუ ეს არის ზედაპირზე წირი, რომლის საკმაოდ მცირე რკალები წარმოადგენს მათ ბოლოებს შორის უმოკლეს გზას ამ ზედაპირზე. ასეთი წირებია: სიბრტყეზე – წრფე, წრიულ ცილინდრზე – ხრახნწირი, სფეროზე – დიდი წრეწირი. გეოდეზიურ წირს ის თვისება აქვს, რომ მისი მთავარი ნორმალი წარმოადგენს ზედაპირის მთავარ ნორმალს. გეოდეზიური წირი პირველად გვხვდება იოჰან ბერნულისა და ლეონარდ ეილერის შრომებში.