გრემის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(სხვა ნაგებობანი)
ხაზი 21: ხაზი 21:
  
გრემის სასახლე-კოშკი ლევან მეფის აშენებულია (XVI ს.). კოშკს ლევანმა მესამე სართულის კუთხეში [[სამრეკლო]] დაუმატა, რომელსაც XIX საუკუნეში სამრეკლო-ფანჩატური დააშენეს. სასახლე [[კოშკურა]] ტიპის სამსართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი მას ჩრდილოეთ მხარეს, ეკლესიის მხრიდან აქვს. პირველ სართულზე ჰორიზონტალურად გაშლილი ვრცელი და მაღალი „პალატია“, რომლიც ფართობით მეტია ზედა სართულებზე. მეორე და მესამე სართულები ნაგებობის კოშკურა ნაწილს ქმნიან. პალატის მეორე მხარეს მდებარეობს დერეფანი საიდანაც კედლის სისქეში ზედა სართულებზე ასასვლელი ორი კიბეა გაკეთებული. ერთი მათგანი მეორე სართულისთვისაა განკუთვნილი, სადაც დამხმარე-სამეურნეო ოთახი იყო [[თონე|თონით]] და ცომის მოსაზელი საგანგებო [[მაგიდა ქვისა|ქვის მაგიდით]]. მეორე [[კიბე]] კი, მესამე სართულზე განთავსებულ მეფის საცხოვრებელ ნაწილში ადიოდა. მეორე სართულის დამხმარე ოთახი კვადრატული ფორმის გუმბათოვანი მოცულობაა სამი მართკუთხა უბით. მესამე სართულის საცხოვრებელი ოთახი თავდაპირველად წაგრძელებული ფორმის იყო. მცირე სათავსი მიუშენეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოგვიანებით ჩამატებულ სამრეკლოსთან დასაკავშირებლად.
 
[[ფაილი:Gremi 8.JPG|thumb|გალავანი]]
+
[[ფაილი:Gremi 8.JPG|thumb|მარცხნივ|გალავანი]]
 
სასახლე-კოკშკი გარედან მოკლებულია რაიმე სამკაულს. ნაშენია ქვითა და [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]თ. შიგა კედლები მთლიანად აგურისაა. ამჟამად ჩამოძარცულია, მაგრამ ჩანს ტიპური ირანული ფორმები და დეტალები: ისრული თაღები, მეორე სართულის [[აგურის წყობა|აგურის სახეებიანი წყობის]] გუმბათიანი პანდატივები.
 
ამჟამად, გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის ტერიტორია მოიცავს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, მარანს [[ქვევრი|ქვევრებით]] და საწნახლით, სავაჭრო და მეფე-დიდებულთა უბნებით. გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში, რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. ექსპონატებს შორისაა: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII სს.-ის რკინის [[ცული|ცულები]], XV ს-ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI ს-ის [[ზარბაზანი]] და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი. მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ 1985 წელს შესრულებული „მეფეთა პორტრეტების სერია”.
 
==წყარო==
 
==წყარო==

16:37, 30 მაისი 2022-ის ვერსია

გრემი, პანორამული ხედი

გრემი (ინგლ. Gremi), XV-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, ნაქალაქარი და გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსი. მდებარეობს კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ქ. ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ-ში მდებარე სოფელ გრემთან, გზატკეცილის პირას, მაღალ გორაკზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: 1. მთავარანგელოზთა კომპლექსი: მთავარანგელოზთა ეკლესია, სამსართულიანი სასახლე-სამრეკლო, კოშკებიანი გალავანი, ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდ. ინწობისაკენ, სამეურნეო ნაგებობანი; 2. სამეფო რეზიდენცია: სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აბანო და სხვ.; 3. სავაჭრო უბანი: დახურული ბაზარი (ქულბაქები), სასტუმრო (ქარვასლა), აბანო.

გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიან ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. 1500-1000 წწ.) გაჩნდა, თუმცა ქალაქი გრემი კახეთის სამეფოს ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი განვითარების პერიოდშია (XV–XVII ს.) შექმნილი, როდესაც ერთიანი საქართველოდან ახლად გამოყოფილი კახეთის პირველმა მეფემ – გიორგიმ (1466-1476 წწ.) გრემი თავისი სამეფოს დედაქალაქად აქცია. იგი მთელი ორი საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კეთილმოწყობილი, ხალხმრავალი ქალაქი იყო არა მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებითაც (გადმოცემით აქ გრემის აკადემიაც ფუნქციონირებდა). XVII საუკუნის დასაწყისში ირანის მმართველის შაჰ-აბასის მრავალგზისმა შემოსევებმა ქართლ-კახეთი წელში გატეხა, აყვავებული მხარე თითქმის უდაბურად აქცია, მათ შორის გრემიც. 50 ჰექტარზე გაშლილი ქალაქი ისე განადგურდა, რომ მისი აღდგენა აღარც უცდიათ. შემდეგში, კახეთის დედაქალაქი თელავში გადაიტანეს, შესაბამისად, გრემმაც დაკარგა ძველი დიდება.

ქართული ქალაქების ესთეტიკური შთაბეჭდილება მხოლოდ ბუნებას და ცხოველხატულებას არ შეიძლება მიეწეროს. მართალია, ისინი დაპროექტებული არასდროს იყო, მაგრამ ცალკეული ხუროთმოძღვრული აქცენტების განლაგებას პრაქტიკულის გარდა გარკვეული ესთეტიკური მოსაზრებაც ედო საფუძვლად. ასეთი გააზრებული იყო, მთელი ქალაქის ასპექტში, მთავარანგელოზთა ეკლესიისა და მეფის საცხოვრებელი კოშკის განთავსებაც გრემის ციტადელში. აქ მფლობელის საცხოვრებლის გარდა, აუცილებელ ელემენტს ეკლესია წარმოადგენს.

მთავარანგელოზთა ტაძარი

მთავარანგელოზთა ტაძარი

გრემის კომპლექსის მთავარი ნაგებობის – მთავარანგელოზთა ტაძარში შემორჩენილი ფრესკებისა და წარწერების მიხედვით შეიძლება დასკვნის დაკეთება, რომ ეკლესია აიგო კახეთის მეფის ლევანის მმართველობის პერიოდში 1565 წელს. თესალონიკელი ბერძენი „იერომონაქის და პროტოსვინგელოზის“ საბას წინამძღვრობის დროს. ამის შესახებ გვამცნობს ტაძრის შიგნით, დასავლეთ კედელზე არსებული ბერძნული ფრესკული წარწერა (თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ აქ მიქელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესია მანამდეც იყო და მის ნაცვლად ახალი ააგეს). ის ფაქტი, რომ ნაგებობა მფლობელის საცხოვრებლის გვერდით, ციტადელის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დგას და ანსამბლის დომინანტს წარმოადგენს მოწმობს, რომ მეფე მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, მთავარანგელოზთა ეკლესია ლევანს თავის საძვალედ უნდოდა. მისი საფლავი ტაძრის შიგნით სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია, წარწერის გარეშე. ამ ადგილას იატაკის დონეც ოდნავ ამაღლებულია. დასავლეთ კედელზევეა მისი ფრესკული პორტრეტი ასომთავრული წარწერით „მეფე ლეონ აღმაშენებელი“. აქ ლევანი მარტოა გამოსახული თავზე შარავანდედით და ხელში ეკლესიის მოდელით.

მთავარანგელოზთა ტაძარის გეგმა

მთავარანგელოზთა ჯვარგუმბათოვანი ტაძრის გეგმა კვადრატს მიახლოებულია. მისი შიგა გადაწყვეტა საერთო თვალსაზრისით ტიპურია ცენტრალურგუმბათოვანი ძეგლისთვის, მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებით. ტაძარი ნაგებია ე.წ. ქართული კვადრატული აგურით კირის ხსნარზე, გამოყენებულია რიყის ქვებიც. ეკლესიას შესასვლელი აქვს ჩრდილოეთის, დასავლეთისა და სამხრეთის მხარეს. გუმბათი აღმოსავლეთით ეყრდნობა საკურთხევლის კედლის კუთხეებს, დასავლეთით კი თავისუფლ-ად მდგარ ორ ცილინდრულ სვეტს. საკურთხევლის ბემიან აფსიდს აღმოსავლეთი ნაწილის ცენტრალური ადგილი უკავია, რომლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნოა მოწყობილი. ისინი კარით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ ნაწილს. ინტერიერში გარდა სარკმლებისა, ყველგან გამოყენებულია შეისრული თაღი. ინტერიერის დამახასიათებელი ელემენტებიდან აღსანიშნავია გუმბათქვეშა საყრდენის გადაწყვეტა. საკურთხევლის კუთხეები მცირედ შვერილ პილასტრებზე გადასული თაღებითაა დამუშავებული. ანალოგიურია დასავლეთის საყრდენის ზედა ნაწილები, ხოლო ქვემოთ ცილინდრული სვეტებია მართკუთხა ბაზისებითა და ზევით კაპიტელის გარეშე. ტაძარში სასიამოვნო განათებაა. აქ არც ერთ მონაკვეთში არ ჭირს ფრესკული მხატვრობის სრული აღქმა, რაც საკმაო რაოდენობის სარკმელების კარგად განლაგების შედეგია. ინტერიერი მთლიანად ფრესკებითაა დაფარული. აქ გამოსახულია 12 საუფლო დღესასწაულის სცენები, ქრისტეს ვნებათა ციკლი, წინასწარმეტყველთა, მახარებელთა, წმინდანთა და წმინდა მეომართა, წამებულთა, წმინდა დედათა ფიგურები და სხვ. სამწუხაროდ, მოხატულობის ქვედა ნაწილები XVII საუკუნეში ძალიან მუქი ფერებით „განუახლებიათ“ ჩამოსულ რუს მხატვრებს. ნაგებობა კრამიტითაა დახურული. გათხრების დროს აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი მოჭიქული კრამიტის მიხედვით არ არის გამორიცხული, რომ თავის დროზე ეკლესია ასეთი კრამიტით ყოფილიყო დაფარული. ტაძრის იატაკი მოფენილია ყავისფერი ექვსკუთხა ფორმის შორენკეცით.

გუმბათის ყელი

ფასადებიდან გამოირჩევა აღმოსავლეთის ფასადი, რომლის ერთ ღერძზე ორი ჯვარია გამოსახული (ჯვრის რელიეფი ოთხივე ფასადზეა გამოყენებული). გრემის ტაძრის რვასარკმლიანი გუმბათის ყელი პროპორციულად ძალიან კარგადაა შერწყმული ქვედა ტანთან. ხუროთმოძღვარმა არა მარტო ნაგებობის ნაწილები შეუხამა ერთმანეთს, არამედ მთელი შენობა შეუფარდა მთის რელიეფს და მის გვირგვინად აქცია. გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ბრწყინვალედაა ჩაწერილი ლანდშაფტში და მნახველში ჰაეროვან, ამაღლებულ განწყობილებას ჰქმნის.

სხვა ნაგებობანი

გვირაბი

მთავარანგელოზთა კომპლექსში განლაგებული იყო სხვა ნაგებობანიც – მეფის საცხოვრებელი სამსართულიანი სასახლე-კოშკი სამრეკლოთი, საწნახელიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა და სხვ. ქალაქ გრემის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისკენ. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით.

მეფის სასახლე-კოშკი

გრემის სასახლე-კოშკი ლევან მეფის აშენებულია (XVI ს.). კოშკს ლევანმა მესამე სართულის კუთხეში სამრეკლო დაუმატა, რომელსაც XIX საუკუნეში სამრეკლო-ფანჩატური დააშენეს. სასახლე კოშკურა ტიპის სამსართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი მას ჩრდილოეთ მხარეს, ეკლესიის მხრიდან აქვს. პირველ სართულზე ჰორიზონტალურად გაშლილი ვრცელი და მაღალი „პალატია“, რომლიც ფართობით მეტია ზედა სართულებზე. მეორე და მესამე სართულები ნაგებობის კოშკურა ნაწილს ქმნიან. პალატის მეორე მხარეს მდებარეობს დერეფანი საიდანაც კედლის სისქეში ზედა სართულებზე ასასვლელი ორი კიბეა გაკეთებული. ერთი მათგანი მეორე სართულისთვისაა განკუთვნილი, სადაც დამხმარე-სამეურნეო ოთახი იყო თონით და ცომის მოსაზელი საგანგებო ქვის მაგიდით. მეორე კიბე კი, მესამე სართულზე განთავსებულ მეფის საცხოვრებელ ნაწილში ადიოდა. მეორე სართულის დამხმარე ოთახი კვადრატული ფორმის გუმბათოვანი მოცულობაა სამი მართკუთხა უბით. მესამე სართულის საცხოვრებელი ოთახი თავდაპირველად წაგრძელებული ფორმის იყო. მცირე სათავსი მიუშენეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოგვიანებით ჩამატებულ სამრეკლოსთან დასაკავშირებლად.

გალავანი

სასახლე-კოკშკი გარედან მოკლებულია რაიმე სამკაულს. ნაშენია ქვითა და აგურით. შიგა კედლები მთლიანად აგურისაა. ამჟამად ჩამოძარცულია, მაგრამ ჩანს ტიპური ირანული ფორმები და დეტალები: ისრული თაღები, მეორე სართულის აგურის სახეებიანი წყობის გუმბათიანი პანდატივები.

ამჟამად, გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის ტერიტორია მოიცავს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, მარანს ქვევრებით და საწნახლით, სავაჭრო და მეფე-დიდებულთა უბნებით. გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში, რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. ექსპონატებს შორისაა: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII სს.-ის რკინის ცულები, XV ს-ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI ს-ის ზარბაზანი და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი. მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ 1985 წელს შესრულებული „მეფეთა პორტრეტების სერია”.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები