კაპიტელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კაპიტელი, სვეტისთავი – (ლათ. capitellum,იტალ. capitello — თავი), სვეტის დამაგვირგვინებელი ნაწილი, რომლის ზევითაც უშუალოდ იწყება გადახურვა.
კაპიტალის ზედა ნაწილი გამოდის სვეტს მიღმა, რაც უზრუნველყოფს პლასტიკურ (ვიზუალურ) და კონსტრუქციულ გადასვლას ჰორიზონტალურად განლაგებულ ანტაბლემენტზე.