კაპიტელი ხარის თავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაპიტელი ხარის თავი

კაპიტელი ხარის თავი − რთული ფორმის კაპიტელი, რომელიც შედგება რამდენიმე ნაწილისგან: ქვედა ნაწილი გვაგონებს ყვავილის გაუშლელ კოკორს, ოდნავ გადახრილი ფოთლებით; შუა ნაწილი – შვეულად მდგარ, გეგმით ჯვრისებრ ძელს, კანელურებიანი ზედაპირითა და ზევით და ქვევით ორმაგი ვოლუტებით; ზედა ნაწილი – საწინააღმდეგოდ მიმართული ორი ხარის თავის სკულპტურულ გამოსახულებას. კაპიტელის ფორმა და სვეტებს შორის დიდი დაშორება მიათითებს იმას, რომ მათზე ეყრდნობოდა გადახურვის ხის კოჭები (კონსტრუქციები).





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები