ბადისებრი გუმბათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Badisebri gumbaTi.JPG|thumb|(ASM International-ის შტაბ-ბინის გუმბათი, რასელის დასა...)
 
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული  ელემენტები]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული  ელემენტები]]
 
[[კატეგორია:გუმბათი]]
 
[[კატეგორია:გუმბათი]]

მიმდინარე ცვლილება 15:03, 31 მაისი 2022 მდგომარეობით

(ASM International-ის შტაბ-ბინის გუმბათი, რასელის დასახლება, ჯიოგას ოლქი, ოჰაიოს შტატი, აშშ)

ბადისებრი გუმბათი − სფერულ ზედაპირში ჩაწერილი მრავალწახნაგებით შედგენილი ბადისებრი კონსტრუქცია, რომელიც შედგება სამკუთხედების, ტრაპეციების, რომბების, ხუთკუთხედების, ექვსკუთხედების ან სხვა ფიგურების ერთობლიობისაგან. გისოსის ელემენტები კვანძებში შეერთებულია სახსროვნად. ბადისებრი გუმბათი წარმოადგენს განმბჯენიან სისტემას, რომელსაც იღებს ქვედა საყრდენი რგოლი. გუმბათების ბადისებრმა სქემებმა ფართო გავრცელება პოვა დიდი დიამეტრის (100 მ და მეტი) გარსების მშენებლობაში. პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელდა გუმბათები სამკუთხა უჯრედებით, რასაც განსაზღვრავს წიბოვან-რგოლური გუმბათები გისოსოვანი კავშირებით. განასხვავებენ ბადისებრი ზედაპირების მიღების ორ მეთოდს: შედარებით დამრეცი გუმბათებისათვის მისაღებია პირველი მეთოდი, რომელიც ემყარება ბრტყელი ბადის აგებას მრავალი ერთნაირი სივრცითი ზედაპირის სექტორებისაგან და შემდეგ მის დაპროექტებას გუმბათის მრუდწირულ ზედაპირზე. ასეთს მიეკუთვნება ბადისებრი გუმბათის შემდეგი სქემები:

წიბოვან-რგოლური გისოსიანი კავშირებით (შვედლერის გუმბათი);
ვარსკვლავისებრი სქემა (ფეპლის გუმბათი);
„ჩივიტას” სქემა;
რომბული სქემა.

ბადისებრი ზედაპირის აგების მეორე მეთოდი უფრო გამოსადეგია შემაღლებული სფერული გუმბათისათვის და დაფუძნებულია სფეროში ჩაწერილი წესიერი მრავალწახნაგების – დოდეკაედრის (თორმეტწახნაგა) და კოსაედრის (ოცწახნაგა) თანდათანობით დანაწევრებაზე. ელემენტარული სამკუთხედები სფეროს დანაწევრების შემდეგ შეიძლება გაერთიანდნენ რომბულ, სამკუთხა, ექვსკუთხა პანელებად. ბადისებრი ზედაპირის მიღების ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება პლასტმასების, ლითონისა და ხის ასაწყობი გუმბათების მშენებლობაში.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები