დერიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დერიკი“ გადაიტანა გვერდზე „დერიკ-ამწე“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დერიკ-ამწე“ გადაიტანა გვერდზე „დერიკი“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 15:59, 6 ივნისი 2022 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

დერიკი (დერიკ-ამწე) – ამწე, რომლის ირიბულა ბრუნავს ჰორიზონტალური ღერძის, ხოლო ჩარჩო – ვერტიკალური ღერძის გარშემო. არსებობს სტაციონალური და გადასაადგილებელი. გამოირჩევა დიდი ტვირთამწეობითა და მცირე წონით. ტვირთამწეობა მუდმივი აქვს ფართო დიაპაზონში და დამოკიდებული არ არის ისრის შვერის ზომაზე. კონსტრუქცია მარტივია და ექსპლუატაციაში საიმედო; მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებს ასრულებს სწრაფად; ადვილად თავსდება შეზღუდული ფართობის სამშენებლო მოედანზე. ლითონის კონსტრუქციებისაგან დამზადებული დერიკ-ამწეს ძირითადი ელემენტებია: კოშკი, ისარი, ორი დგარი-ირიბა, საბრუნი პლატფორმა, ტვირთის ასაწევი მექანიზმი, ტვირთის ჩასაბმელი მოწყობილობა და ბაგირები, აგრეთვე დამხმარე მოწყობილობები ამწის ისრის ასაწევად და ამწის მოსაბრუნებლად. დერიკი გამოიყენება კარიერებზე, სამთო მრეწველობაში, ხიდების დასამონტაჟებლად, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში და სხვა.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები