კალიშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]] | [[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]] | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| + | [[კატეგორია:სამეურნეო იარაღები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:35, 20 ივნისი 2022 მდგომარეობით
კალიშა – მოხრილი და თავებით გადაბმული მაგარი ჯოხი, რომელიც თივის შესაკვრელად გამოიყენებოდა.
კალიშა, რომელსაც თავები თოკით ჰქონდა გადაბმული, უმთავრესად, თივის ტვირთის შესაკვრელად იყო გამიზნული. კალიშას ერთ მხარეს ყულფით თოკს ჩააბამდნენ და დაახლოებით მხრების სიფართზე მინდორზე გაშლიდნენ. შემდგომ ამ გაშლილ თოკზე თივას დააწყობდნენ, თოკს ირგვლივ შემოახვევდნენ, კალიშაში გამოუყრიდნენ, დაჭიმავდნენ და შეკრავდნენ – გაკოჭავდნენ. თოკი ხეზე – კალიშაზე ადვილად სრიალებდა და თივის ჭვირთის მოკოჭვას – შეკვრას აიოლებდა.