კერმეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კერმეტი''' (ლითონკერამიკა) – (ბერძ. keramikós < kéramos მეთუნის თიხა, თიხი...) |
მიმდინარე ცვლილება 11:50, 30 ივნისი 2022 მდგომარეობით
კერმეტი (ლითონკერამიკა) – (ბერძ. keramikós < kéramos მეთუნის თიხა, თიხის ნაწარმი), ფხვნილისებრი მასალა, რომელიც შედგება ძნელდნობადი მეტალებისა და მჟანგავი ნივთიერებებისაგან. მიიღება ლითონური და კერამიკული ფხვნილების შეცხობით. გამოიყენება ჰიდროტურბინებსა და საავიაციო ძრავებში, საჭრელი ინსტრუმენტების დასამზადებლად და სხვ.