ბეტონის კოროზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბეტონის კოროზია''' – [[ბეტონი]]ს თვისებებისა და მახასიათებლების გაუარესება მისი შემადგენლობიდან ხსნადი ნაწილების გამორეცხვის (გამოტუტვის) შედეგად (პირველი სახის [[კოროზია]]); კოროზიის პროდუქტების წარმოქმნა, რომლებსაც არა აქვთ მჭიდა თვისებები (მეორე სახის კოროზია); მცირედხსნადი კრისტალური მარილების დაგროვება, რომელიც ზრდის ბეტონის მოცულობას მყარ ფაზაში (მესამე სახის კოროზია). [[რკინაბეტონი]]ს კოროზია არის რკინაბეტონის რღვევა ბეტონისა და (ან) [[არმატურა (სამშენებლო მასალა)|არმატური]]ს კოროზიის შედეგად. კოროზიის გამომწვევი ქიმიური შედგენილობის მიხედვით გამოყოფენ სულფატურს, მაგნეზიურს, მჟავას, ნახშირმჟავას, ტუტეების, ამონიუმის და სხვა სახის კოროზიას.
+
[[ფაილი:Betonis korozia.JPG|thumb|ბეტონის კოროზია]]
 
+
'''ბეტონის კოროზია''' – [[ბეტონი]]ს სტრუქტურის დაშლა (გამყიფება) გარემოს ზემოქმედებით. ის შეიძლება იყოს სამი სახის: <br />
 
+
# ცემენტის ქვის შემადგენელი ნაწილების გახსნა – ბეტონის [[კოროზია|კოროზიული]] დაშლის ყველაზე გავცელებული სახე. ბეტონის ნაკეთობას მუშაობა უმეტესად უხდება ღია ცის ქვეშ და განიცდის ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებას. [[ბეტონის შემადგენლობა]]ში შედის კალციუმის ჟანგის ჰიდრატი Са(ОН)<sub>2</sub> – [[ჩამქრალი კირი]], წყალში ადვილადხსნადი კომპონენტი, რომელიც დროთა განმავლობაში იხსნება, გამოდის კონსტრუქციის გარეთ და არღვევს ბეტონის სტრუქტურას;
 +
# ბეტონის კოროზია ცემენტის ქვის ურთიერთქმედებით ატმოსფერულ წყალში შემავალ მჟავებთან. მჟავების ზემოქმედებით ბეტონის კოროზია მიმდინარეობს მოცულობის გაზრდით ან ადვილადხსნადი [[კირი]]ს ნაერთების გამორეცხვით. მოცულობის ზრდა ხდება რეაქციით: Ca(OH)<sub>2</sub> + CO<sub>2</sub> = CaCO<sub>3</sub> + H<sub>2</sub>O. CaCO<sub>3</sub>. არ იხსნება წყალში. თანდათანობით ხდება მისი დაგროვება ცემენტის ქვის ფორებში, რის ხარჯზეც იზრდება ბეტონის მოცულობა, რაც იწვევს დასკდომასა და რღვევას. ბეტონის კონტაქტით მჟავების წყლის ხსნარებთან ჩნდება ადვილადხსნადი კალციუმის ბიკარბონატი, რომელიც აგრესიულია ბეტონის მიმართ. წყლის არსებობის შემთხვევაში ის იხსნება მასში და თანდათანობით გამოირეცხება [[ბეტონის ქვა|ბეტონის ქვის]] სტრუქტურიდან. ეს პროცესი აღიწერება რეაქციით: CaCO<sub>3</sub> + CO<sub>2</sub> + H<sub>2</sub>O = Ca(HCO<sub>3</sub>)<sub>2</sub>. ამის პარალელურად მიმდინარეობს ბეტონის ქიმიური კოროზია: Ca(OH)<sub>2</sub> + 2HC<sub>l</sub> = CaCl<sub>2</sub> + 2H<sub>2</sub>O, რომლის შედეგად გამოირეცხება კალციუმის ქლორის მარილი. თუ ბეტონის დაშლა მიმდინარეობს წყლის სულფატების გავლენით, მაშინ ბეტონის დასამზადებლად გამოიყენება პუცოლანური ან სულფატმედეგი პორტლანდცემენტი. მიკროორგანიზმების ზემოქმედებით შესაძლებელია ბეტონში ბიოკოროზიის განვითარება. სოკოებს, ბაქტერიებსა და წყალმცენარეებს უნარი აქვთ შეაღწიონ ბეტონის ფორებში და იქ განვითარდნენ, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ბეტონის ქვის დაშლას.
  
  

მიმდინარე ცვლილება 12:24, 6 ივლისი 2022 მდგომარეობით

ბეტონის კოროზია

ბეტონის კოროზიაბეტონის სტრუქტურის დაშლა (გამყიფება) გარემოს ზემოქმედებით. ის შეიძლება იყოს სამი სახის:

  1. ცემენტის ქვის შემადგენელი ნაწილების გახსნა – ბეტონის კოროზიული დაშლის ყველაზე გავცელებული სახე. ბეტონის ნაკეთობას მუშაობა უმეტესად უხდება ღია ცის ქვეშ და განიცდის ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებას. ბეტონის შემადგენლობაში შედის კალციუმის ჟანგის ჰიდრატი Са(ОН)2ჩამქრალი კირი, წყალში ადვილადხსნადი კომპონენტი, რომელიც დროთა განმავლობაში იხსნება, გამოდის კონსტრუქციის გარეთ და არღვევს ბეტონის სტრუქტურას;
  2. ბეტონის კოროზია ცემენტის ქვის ურთიერთქმედებით ატმოსფერულ წყალში შემავალ მჟავებთან. მჟავების ზემოქმედებით ბეტონის კოროზია მიმდინარეობს მოცულობის გაზრდით ან ადვილადხსნადი კირის ნაერთების გამორეცხვით. მოცულობის ზრდა ხდება რეაქციით: Ca(OH)2 + CO2 = CaCO3 + H2O. CaCO3. არ იხსნება წყალში. თანდათანობით ხდება მისი დაგროვება ცემენტის ქვის ფორებში, რის ხარჯზეც იზრდება ბეტონის მოცულობა, რაც იწვევს დასკდომასა და რღვევას. ბეტონის კონტაქტით მჟავების წყლის ხსნარებთან ჩნდება ადვილადხსნადი კალციუმის ბიკარბონატი, რომელიც აგრესიულია ბეტონის მიმართ. წყლის არსებობის შემთხვევაში ის იხსნება მასში და თანდათანობით გამოირეცხება ბეტონის ქვის სტრუქტურიდან. ეს პროცესი აღიწერება რეაქციით: CaCO3 + CO2 + H2O = Ca(HCO3)2. ამის პარალელურად მიმდინარეობს ბეტონის ქიმიური კოროზია: Ca(OH)2 + 2HCl = CaCl2 + 2H2O, რომლის შედეგად გამოირეცხება კალციუმის ქლორის მარილი. თუ ბეტონის დაშლა მიმდინარეობს წყლის სულფატების გავლენით, მაშინ ბეტონის დასამზადებლად გამოიყენება პუცოლანური ან სულფატმედეგი პორტლანდცემენტი. მიკროორგანიზმების ზემოქმედებით შესაძლებელია ბეტონში ბიოკოროზიის განვითარება. სოკოებს, ბაქტერიებსა და წყალმცენარეებს უნარი აქვთ შეაღწიონ ბეტონის ფორებში და იქ განვითარდნენ, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ბეტონის ქვის დაშლას.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები