კოროზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოროზია − (ლათ. corrosio ამოჭმა)

1. მყარი სხეულების თავისდაუნებურად დარღვევა, რომელსაც იწვევს გარემოსთან მისი ურთიერთქმედებისას განვითარებული ქიმიური და ელექტროქიმიური პროცესები. განსაკუთრებით ზიანის მომტანია ლითონების კოროზია. მისი გავრცელებული სახეა – რკინის დაჟანგვა. კოროზიის საწინააღმდეგოდ მიმართავენ ზედაპირების დამცველ დაფარვას ლაქსაღებავებით და კოროზიამედეგი მასალების გამოყენებით. კოროზია დამანგრეველ ზემოქმედებას განიცდის აგრეთვე ბეტონი, რკინაბეტონი, სამშენებლო ქვა, ხე და სხვ. დაცვის საშუალებებია: მაღალი სიმკვრივის ბეტონის გამოყენება, წყალგაუმტარი დანამატების შეყვანა ბეტონში, არმატურის დაფარვა დამცავი ფენით, ლითონის მოთუთიება და სხვ.;

2. გარემო პირობების გავლენით მეტალების გარდაქმნის ფიზიკურ-ქიმიური პროცესი. არსებობს კოროზიის სახეები: ადგილობრივი, აერაციული, აირული, ამორჩევითი, არათანაბარი, ატმოსფერული, ბიმეტალური, ბიოლოგიური, გალვანური, გამონალექში, გამჭოლი, ელექტროლიტური, ელექტროქიმიური, ელექტრული, ზედაპირული, ძრვის წყალში, თანაბარი, კავიტაციური, კონტაქტური, კრისტალთშორისი, კონტაქტური, ლაქოვანი, ლითონის, ლოკალიზებული, მაგრაფიტებელი, მაპერფორირებელი, მარცვალშიგა, მაღალტემპერატურული, მიწისქვეშა, მოხეტიალე დენებით, ნელი, ნიადაგისმიერი, პიტინგოვანი, საერთო, სიღრმითი, სტრუქტურული, სწრაფი, ქიმიური, ღრუბლოვანი, შიგაკრისტალური, შენადუღის, შერჩევითი, შენელებული, შრეობრივი, ძაბვის ქვეშ, ძაფისებრი, წერტილოვანი, წყლულოვანი, ხახუნის, ხვრელური და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები