კორუნდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: კორუნდი '''კორუნდი''' −(ტამილური kuruntam და ტელუგ...) |
13:22, 6 ივლისი 2022-ის ვერსია
კორუნდი −(ტამილური kuruntam და ტელუგუ kuruvindam ლალი, ბადახში; ენათესავება სანსკ. kuruvinda ლალი, ბადახში) – მეტად მტკიცე, მკვრივი, გამჭვირვალე, ნახევრადგამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე სტაბილური მინერალი (სიმაგრე მოოსის სკალის მიხედვით: 9) კრისტალური ფორმის ალუმინის ჟანგი (ქიმიური ფორმულა: Al2O3), პირველი ხარისხის თეთრი ფერის საიუველირო მინერალი. ქიმიური შედგენილობა: ქრომის, რკინის, მანგანუმის, ტიტანის უმნიშვნელო შემცველობა განსაზღვრავს მის ფერს; ქრომი აძლევს წითელ კაშკაშა ფერს, ტიტანი ლურჯს, რკინა – შავს. წითელ კორუნდს ლალი ეწოდება, ლურჯს – საფირონი.