კოქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კოქსი''' − (ინგლ. coke < colke ბირთვი, ხის ნახშირი), მყარი ხელოვნური სა...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:17, 6 ივლისი 2022 მდგომარეობით

კოქსი − (ინგლ. coke < colke ბირთვი, ხის ნახშირი), მყარი ხელოვნური საწვავი; მიიღება სხვადასხვა ბუნებრივი საწვავის ან მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გახურებისას მაღალ ტემპერატურაზე (950-1050°C) ჰაერის შეუღწევლად. განარჩევენ ქვანახშირის, ელექტროდულ სქელფისოვან და ნავთობის კოქსს ძირითადად იღებენ ქვანახშირისაგან. ქვანახშირის კოქსს იყენებენ ბრძმედულ პროცესში თუჯის გამოდნობისას (ბრძმედის კოქსი). კოქსი აქ ერთდროულად საწვავი და რკინის მადნის აღმდგენელია. გაცილებით მცირე რაოდენობით კოქსს იყენებენ სამსხმელო წარმოებაში (სამსხმელო კოქსი), მადნების აგლომერაციისათვის, ქიმიურ მრეწველობაში, ფერად და შავ მეტალურგიაში და სხვ.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები