ლამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლამი''' – წვრილმარცვლოვანი რბილი მთის ქანი, შედგენილი ძალია...) |
მიმდინარე ცვლილება 12:19, 14 ივლისი 2022 მდგომარეობით
ლამი – წვრილმარცვლოვანი რბილი მთის ქანი, შედგენილი ძალიან წვრილი ფრაქციის მინერალური და ორგანული ნივთიერებების ნარევისაგან, რომელიც დალექილია წყალსატევებისა და წყალსაცავების ფსკერზე. ლამი ბუნებრივ პირობებში ბლანტი, დენადი მასალაა, მშრალ მდგომარეობაში კი – მყარი. ხშირად ლამი გაჯერებულია ვულკანური ფერფლით (ვულკანური ლამი) ან ორგანული ნივთიერებებით (საპროპელი). გამოიყენება მშენებლობაში (სარდაფების, ტერიტორიის მოსაზვინად), სოფლის მეურნეობაში (სასუქი) და სხვ.