ლიტონი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ლიტონი '''ლიტონი''' – სპილენძის, [[კერამიკა|კე...) |
მიმდინარე ცვლილება 12:33, 20 ივლისი 2022 მდგომარეობით
ლიტონი – სპილენძის, კერამიკის ჭურჭელი ან მცირე ზომის კამერა, ჩატანებული კედლის წყობაში ან კამარაში და მიმართული შენობის შიგა სივრცისაკენ. ემსახურება ბგერის გაძლიერებას. ლიტონს იყენებდნენ ბიზანტიურ ხუროთმოძღვრებაში და დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების მშენებლობაში ეკლესიის დახურული სივრცის აკუსტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად.