ბოლნისის ტუფი
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ქანები]] | [[კატეგორია:ქანები]] | ||
+ | [[კატეგორია:ვილკანური ქანები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
[[კატეგორია:მოსაპირკეთებელი მასალები]] | [[კატეგორია:მოსაპირკეთებელი მასალები]] |
12:34, 27 ივლისი 2022-ის ვერსია
ბოლნისის ტუფი – ვულკანური ქანი. კვარცპორფირული შედგენილობის ტუფლავა ან ლავა. ყვითელ ფონზე სხვადასხვა ტონის ყავისფერი კლაკნილი ზოლები, რომელსაც რკინის ჰიდროჟანგი აჩენს, ორიგინალურ იერს და სილამაზეს სძენს მას. საბადო მდებარეობს თბილისიდან 60 კმ-ზე ბოლნისის რაიონის სოფლების ხატისოფლის, სარაჩლოს, ფახრალოს, შიხალის, ქვეშის, ზედა გულავერის მიდამოებში. პროდუქტიული ფენა წარმოადგენს ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენური წყების ერთ-ერთ ჰორიზონტს. ფიზიკურ-მექანიკური თვისებები: სიმკვრივე – 1975-2280 კგ/მ3, დროებითი წინაღობა გაჭყლეტაზე მშრალ მდგომარეობაში – 403-1229 კგ/სმ2, წყალშთანთქმა – 3,5-10,35%, ყინვაგამძლეობა – ნორმალური. კარგი დეკორატიული თვისებების გამო ბოლნისის ტუფი ფართოდ იყენებენ მონუმენტურ ნაგებობათა მშენებლობაში. ბოლნისის ტუფის საბადოს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ამუშავებდნენ.