მილჩამწყობი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: მილჩამწყობი '''მილჩამწყობი''' – ამწე, რომელს...) |
13:19, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია
მილჩამწყობი – ამწე, რომელსაც იყენებენ სპეციალურ მანქანებთან ერთად მილსადენების გაყვანის დროს. მისი დანიშნულებაა მილების გადაადგილება, აწევა და ტრანშეაში ჩაწყობა საპროექტო მდგომარეობაში. მაგისტრალური მილსადენების მონტაჟის დროს შესაძლებელია ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში მუშაობდეს რამდენიმე მილჩამწყობი ჩასალაგებელი მილების დიამეტრისა და ერთდროულად შესასრულებელი მოძრაობის რიცხვის მიხედვით განასხვავებენ სამი ჯგუფის მილჩამწყობებს: პირველი ჯგუფის მილჩამწყობებით ალაგებენ მილებს დიამეტრით 530 მმ-მდე, მეორე ჯგუფი – 1200 მმ-მდე და მესამე ჯგუფი – 1420 მმ-მდე.