გალენიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გალენიტი''' – (ლათ. galena ტყვიის კრიალა, ტყვიის ნადნობის წიდა), სულფიდების ჯგუფის მოლურჯო, შავი ან ტყვიისებრ ნაცრისფერი მინერალი. შეიცავს 86% ტყვიას, აგრეთვე [[ვერცხლი]]ს, [[თუთია|თუთიისა]] და სხვ. ლითონების მინარევებს. ქიმიური ფორმულა – PbS. სიმკვრივე – 7200-7600 კგ/მ<sup>3</sup>. [[ტყვია (ლითონი)|ტყვიის]] უმნიშვნელოვანესი [[მადანი]]. ბუნებაში გვხვდება მკვრივი მარცვლოვანი მასის სახით სფალერიტთან, პირიტთან, ხალკოპირიტთან, კვარცთან, ფლუორიტთან, კარბონატებთან ერთად. გამოიყენება კერამიკული ნაკეთობების მოჭიქურებისათვის, ხის მასალის გასაჟღენთად, კოსმეტიკაში, აირულ დეტექტორად უკაბელო კავშირგაბმულობაში, რადიოტექნიკაში დიოდების დასამზადებლად და სხვ. აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობის გამო გალენიტის მტვრის ჩასუნთქვა საშიშია ჯანმრთელობისთვის.
+
'''გალენიტი''' – (ლათ. galena ტყვიის კრიალა, ტყვიის ნადნობის წიდა), სულფიდების ჯგუფის მოლურჯო, შავი ან ტყვიისებრ ნაცრისფერი [[მინერალი]]. შეიცავს 86% ტყვიას, აგრეთვე [[ვერცხლი]]ს, [[თუთია|თუთიისა]] და სხვ. ლითონების მინარევებს. ქიმიური ფორმულა – PbS. სიმკვრივე – 7200-7600 კგ/მ<sup>3</sup>. [[ტყვია (ლითონი)|ტყვიის]] უმნიშვნელოვანესი [[მადანი]]. ბუნებაში გვხვდება მკვრივი მარცვლოვანი მასის სახით სფალერიტთან, პირიტთან, ხალკოპირიტთან, კვარცთან, ფლუორიტთან, კარბონატებთან ერთად. გამოიყენება კერამიკული ნაკეთობების მოჭიქურებისათვის, ხის მასალის გასაჟღენთად, კოსმეტიკაში, აირულ დეტექტორად უკაბელო კავშირგაბმულობაში, რადიოტექნიკაში დიოდების დასამზადებლად და სხვ. აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობის გამო გალენიტის მტვრის ჩასუნთქვა საშიშია ჯანმრთელობისთვის.
  
  

14:22, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია

გალენიტი – (ლათ. galena ტყვიის კრიალა, ტყვიის ნადნობის წიდა), სულფიდების ჯგუფის მოლურჯო, შავი ან ტყვიისებრ ნაცრისფერი მინერალი. შეიცავს 86% ტყვიას, აგრეთვე ვერცხლის, თუთიისა და სხვ. ლითონების მინარევებს. ქიმიური ფორმულა – PbS. სიმკვრივე – 7200-7600 კგ/მ3. ტყვიის უმნიშვნელოვანესი მადანი. ბუნებაში გვხვდება მკვრივი მარცვლოვანი მასის სახით სფალერიტთან, პირიტთან, ხალკოპირიტთან, კვარცთან, ფლუორიტთან, კარბონატებთან ერთად. გამოიყენება კერამიკული ნაკეთობების მოჭიქურებისათვის, ხის მასალის გასაჟღენთად, კოსმეტიკაში, აირულ დეტექტორად უკაბელო კავშირგაბმულობაში, რადიოტექნიკაში დიოდების დასამზადებლად და სხვ. აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობის გამო გალენიტის მტვრის ჩასუნთქვა საშიშია ჯანმრთელობისთვის.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები