გრაფიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გრაფიტი''' − (ბერძ. gráphein წერა, ხატვა, კაწვრა), რუხი ან შავი ფერის, ფენოვანი სტრუქტურის, ცეცხლგამძლე, დენგამტარი, კრისტალური მინერალი თვითნაბადი ელემენტების კლასიდან, ნახევრად [[ლითონი]], ნახშირბადის ერთ-ერთი ალოტროპული სახეობა. გავრცელებულია მიწის ქერქში.  
+
'''გრაფიტი''' − (ბერძ. gráphein წერა, ხატვა, კაწვრა), რუხი ან შავი ფერის, ფენოვანი სტრუქტურის, ცეცხლგამძლე, დენგამტარი, კრისტალური [[მინერალი]] თვითნაბადი ელემენტების კლასიდან, ნახევრად [[ლითონი]], ნახშირბადის ერთ-ერთი ალოტროპული სახეობა. გავრცელებულია მიწის ქერქში.  
  
 
სიმკვრივე – 2090-2230 კგ/მ<sup>3</sup>; <br />
 
სიმკვრივე – 2090-2230 კგ/მ<sup>3</sup>; <br />

მიმდინარე ცვლილება 14:30, 18 აგვისტო 2022 მდგომარეობით

გრაფიტი − (ბერძ. gráphein წერა, ხატვა, კაწვრა), რუხი ან შავი ფერის, ფენოვანი სტრუქტურის, ცეცხლგამძლე, დენგამტარი, კრისტალური მინერალი თვითნაბადი ელემენტების კლასიდან, ნახევრად ლითონი, ნახშირბადის ერთ-ერთი ალოტროპული სახეობა. გავრცელებულია მიწის ქერქში.

სიმკვრივე – 2090-2230 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 1-2.

მიიღება ხელოვნურადაც, ანტრაციტის გახურებით უჰაეროდ. მისგან ამზადებენ ფანქრებს, ცეცხლგამძლე ტიგელებს, ელექტროტექნიკურ ნაწარმს და სხვ. დიდი ბუდობები გვხვდება ქვანახშირის საბადოებში. ბუნებრივი გრაფიტი შეიცავს 10-12% თიხის მინარევებსა და რკინის ჟანგეულებს. გრაფიტის სახეობებია: აგრიგალებული, ბუდისებრი, ვარსკვლავისებრი, ვერცხლისებრი, ვერცხლური, თუჯის, კარბიდული, კოშტოვანი, მომრგვალებული, რეკრისტალირიზებული, სფეროიდული, ტიგელური, ფირფიტოვანი, ქერცლოვანი, წერტილოვანი, ხსნარისა და სხვ.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები