მიწასათხრელი მანქანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მიწასათხრელი მანქანები''' – მანქანები, რომლებიც გამოიყენებ...) |
მიმდინარე ცვლილება 14:40, 19 აგვისტო 2022 მდგომარეობით
მიწასათხრელი მანქანები – მანქანები, რომლებიც გამოიყენება მიწის სამუშაოების შესასრულებლად შენობა-ნაგებობების, გზების, მილსადენების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ჰიდროტექნიკური და საირიგაციო ნაგებობების მშენებლობებზე, აგრეთვე კარიერებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე. მიწასათხრელი მანქანები აწარმოებენ მხოლოდ გრუნტის თხრასა და განტვირთვას სატრანსპორტო საშუალებებში ან ნაყარში. ამ ჯგუფის მანქანებს მიეკუთვნება ერთციცხვიანი და მრავალციცხვიანი ექსკავატორები.