დიოდოთ ტრიფონი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Tryphoni.jpg|thumb|250პქ|დიოდოთ ტრიფონის მონეტა]] | + | [[ფაილი:Tryphoni.jpg|thumb|250პქ|დიოდოთ ტრიფონის [[მონეტა]]]] |
'''დიოდოთ ტრიფონი''' - (სირიის მმართველი ძვ.წ. 142-138) – [[სირია|სირიის]] მეფე. [[დემეტრიუს I სოტერი|დემეტრიუს I]]-ს მეფობისას სირიის ერთ-ერთი [[მხედართმთავარი]]. | '''დიოდოთ ტრიფონი''' - (სირიის მმართველი ძვ.წ. 142-138) – [[სირია|სირიის]] მეფე. [[დემეტრიუს I სოტერი|დემეტრიუს I]]-ს მეფობისას სირიის ერთ-ერთი [[მხედართმთავარი]]. | ||
მიმდინარე ცვლილება 12:18, 23 აგვისტო 2022 მდგომარეობით

დიოდოთ ტრიფონი - (სირიის მმართველი ძვ.წ. 142-138) – სირიის მეფე. დემეტრიუს I-ს მეფობისას სირიის ერთ-ერთი მხედართმთავარი.
ალექსანდრე ბალასის სიკვდილის შემდეგ ძვ.წ. 145 წელს მისი მცირეწლოვანი შვილი, ანტიოქე VI მეფედ გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ ძვ.წ. 142 წელს თავად დაეუფლა სამხრეთ სირიას, სადაც დემეტრიუს II ნიკატორი ძალიან არაპოპულარული იყო ებრაელებისადმი სასტიკი მოპყრობით. დიოდოთ ტრიფონი აქტიურად ეძებდა მოკავშირეებს და მოახერხა იუდეის ხასმონეების მიმხრობა, რომლებიც დემეტრიუს II-ს ეწინააღმდეგებოდნენ. იუდეველთა მეთაური და მღვდელმთავარი იონათანი ტრიფონმა პტოლემაიდაში მოსალაპარაკებლად მიიწვია ძვწ. 141 წელს, მუხანათურად შეაპყრობინა (მალე სიკვდილით დასაჯა) და მისი ამალაც ამოახოცინა.
იუდეაში იონათანის ადგილი მისმა ძმამ, სიმონმა დაიკავა, რომელიც მხარს უჭერდა სირიის მეფე ანტიოქე VII სიდეტს (ტრიფონის მოწინააღმდეგეს). ძვ.წ. 138 წელს ანტიოქემ დაამარცხა დიოდოთ ტრიფონი, რომელმაც ამის შემდეგ თავი მოიკლა.