ალექსანდრე I ბალასი
ალექსანდრე I ბალასი - (სირიის მეფე ძვ.წ. 150-დან) – სირიისა და პერგამონის მეფე, სელევკიდების იმპერიის მმართველი.
ალექსანდრე ქალაქ სმირნადან იყო. მან თავი გამოაცხადა ანტიოქე IV ეპიფანეს შვილად და მემკვიდრედ. სელევკიდების ტახტზე მის პრეტენზიას მხარს უჭერდნენ რომის სენატი და ეგვიპტის მეფე პტოლემაიოს VI ფილომეტერი.
ძალაუფლების გამყარებისთვის ალექსანდრე დაქორწინდა პტოლემაიოს VI-ს ქალიშვილზე, კლეოპატრა თეაზე. სელევკიდების იმპერიის ტახტისთვის ბრძოლა ძვ.წ. 150 წლამდე გაგრძელდა. ალექსანდრემ დაამარცხა დემეტრიუს I სოტერი და სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა. მისი მმართველობისას იუდეის მღვდელმთავარმა, იონათანმა მოახერხა თავისი ხალხისთვის გადასახადების შემცირება. ძვ.წ. 145 წელს ალექსანდრე დამარცხდა დემეტრიუს II ნიკატორთან ბრძოლაში და ნაბატეაში გაიქცა, სადაც ის სიცოცხლეს გამოასალმეს.
|