მუყაო (ქაღალდი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
მუყაოს სახეობა, რომელიც კარგი ტექნიკური მონაცემებით ხასიათდება და გამოიყენება [[მშენებლობა]]ზე შიგა [[კედელი|კედლების]], კარის, სათავსების, [[ტიხარი (მშენებლობა)|ტიხრებისა]] და მისთ. დასამზადებლად. თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ფაროდ გავრცელდა ფინური სამშენებლო მუყაო [[ეკობამბა]]სთან კომბინაციაში – რულონური კრაფთ-ქაღალდი, რომელიც არის სამფენიანი მუყაო სიმკვრივით 180 გ/მ<sup>2</sup> და შესანიშნავ [[თბოსაიზოლაციო მასალები|თბოსაიზოლაციო მასალა]]ს წარმოადგენს, თუმცა მისი გამოყენება შეზღუდულია მაღალი ტენიანობის მქონე სათავსებში (საშხაპე, საუნა, საცურაო აუზი და მისთ.), აგრეთვე შენობის გარე შემომზღუდავ კონსტრუქციებში.
 
 +
==== სახურავის მუყაო ====
 +
მუყაოს სახეობა, რომელიც ტენ- და წყალმედეგობით ხასიათდება და ზედაპირი ჰიდროფობული ნივთიერებებით აქვს დაფარული. გამოიყენება მსუბუქი შენობების [[სახურავი|სახურავებად]] და შეკიდებული ჭერების მოსაწყობად.
  
მიმდინარე ცვლილება 16:20, 24 აგვისტო 2022 მდგომარეობით

გოფრირებული მუყაო

მუყაო – მაგარი სქელი ქაღალდი ზედაპირული სიმკვრივით (1მ2-ის მა-სა) 250 გ/მ2 და მეტი. მზადდება უხეში ბოჭკოვანი მასალისგან (მერქანი, ნახევრადცელულოზა, სულფატური ცელულოზა, მაკულატურა). დანიშნულებისა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მიხედვით მუყაო არსებობს: გოფრირებული, დაარმირებული, ელექტროსაიზოლაციო, თაბაშირიანი, პერფორირებული, პოლიგრაფიული, პრიალა, სადიზაინერო, სამშენებლო, სატარე, საფეიქრო, საფეხსაცმლე, საფილტრავი, საშენი, სახურავის, უწვადი, ჩვეულებრივი, შესაფუთი, შუასადები, წნეხილი, წყალშეუღწევი და სხვ.

სარჩევი

[რედაქტირება] გოფრირებული მუყაო

მუყაოს სახეობა, რომელსაც ტალღისებრი ზედაპირი აქვს ან შედგება გოფრირებული შიგა ფენისა და გლუვი ზედაპირებისაგან. გამოიყენება სხვადასხვა მყარი პროდუქტების შესაფუთად, ყუთების დასამზადებლად და სხვ.

[რედაქტირება] დაარმირებული მუყაო

მუყაოს სახეობა, რომელიც სიმტკიცის გადიდების მიზნით დაარმირებულია წვრილი მავთულით, ბაზალტის ბოჭკოებით, ძაფითა და მისთ.

[რედაქტირება] სამშენებლო მუყაო

მუყაოს სახეობა, რომელიც კარგი ტექნიკური მონაცემებით ხასიათდება და გამოიყენება მშენებლობაზე შიგა კედლების, კარის, სათავსების, ტიხრებისა და მისთ. დასამზადებლად. თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ფაროდ გავრცელდა ფინური სამშენებლო მუყაო ეკობამბასთან კომბინაციაში – რულონური კრაფთ-ქაღალდი, რომელიც არის სამფენიანი მუყაო სიმკვრივით 180 გ/მ2 და შესანიშნავ თბოსაიზოლაციო მასალას წარმოადგენს, თუმცა მისი გამოყენება შეზღუდულია მაღალი ტენიანობის მქონე სათავსებში (საშხაპე, საუნა, საცურაო აუზი და მისთ.), აგრეთვე შენობის გარე შემომზღუდავ კონსტრუქციებში.

[რედაქტირება] სახურავის მუყაო

მუყაოს სახეობა, რომელიც ტენ- და წყალმედეგობით ხასიათდება და ზედაპირი ჰიდროფობული ნივთიერებებით აქვს დაფარული. გამოიყენება მსუბუქი შენობების სახურავებად და შეკიდებული ჭერების მოსაწყობად.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები