არაკაპიტალური არასტაციონარული ნაგებობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''არაკაპიტალური არასტაციონარული ნაგებობა''' − [[ნაგებობა|ნაგ...) |
11:50, 29 აგვისტო 2022-ის ვერსია
არაკაპიტალური არასტაციონარული ნაგებობა − ნაგებობები, როგორც წესი, დამზადებული მსუბუქი კონსტრუქციებისაგან, რომელიც არ ითვალისწინებს ჩაღრმავებული საძირკვლებისა და მიწისქვეშა სათავსების მოწყობას. ასეთებია: წვრილმანების საცალო ვაჭრობის, სწრაფი კვების, საყოფაცხოვრებო ობიექტები, გაჩერებების პავილიონები, მიწისზედა ტუალეტის კაბინები, გარაჟის ბოქსები, ღია ტიპის საბავშვო, სპორტული, სათამაშო, დასასვენებელი, ძაღლების სასერნო მოედნები, მცირე არქიტექტურული ფორმები (დეკორატიული გაფორმრბა, გამწვანება, ვერტიკალური გამწვანება, საქალაქო ავეჯი, გასანათებელი მოწყობილობები, შადრევნები, ატრაქციონები, სამტრედეები, შაპიტო, ველოსიპედების გასაქირავებელი პუნქტები, საზოგადოებრივი ტუალეტები, ნაგვის ურნები, მშენებლობისთვის საჭირო დამხმარე ნაგებობები და სხვ.